“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტრევორ სინკლერმა განაცხადა, რომ რაჰიმ სტერლინგი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე თამაშობს.
“ვფიქრობ, რაჰიმ სტერლინგი თავისი კარიერის პიკშია. ის ახლა 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი უნდა ღირდეს.”
“მე მას მესისა და რონალდუს გვერდით დავაყენებდი. თუმცა არის ერთი განსხვავება, რასაც რაჰიმი ვერ შეცვლის – ლეო და კრიშტიანუ 15 წელია ასეთ დონეზე თამაშობენ. ინგლისელმა კი ახლა დაიწყო.”
“თუმცა, თუ სტერლინგი ასე თამაშს განაგრძობს, მას მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებენ. ვფიქრობ, მან ეს პატივი დაიმსახურა.” – ციტირებს ტრევორ სინკლერის სიტყვებს talkSPORT.
ამ ორი გიგანტის დონეზე რათქმაუნდა არაა მაგრამ ამ წუთისთვის ვფიქრობ რო მესის და რონალდოს შემდეგ პირველიაა არაჩვეულებრივ ფორმაშია და იმედია შეინარჩუნებს ამ ფორმას
იმდენი შენი სინკლერი დდშვცი რაც ეს სამი ერთ დონეზე არ იყოს.
სურათი ყველაფერს ამბობს :დდდდ