მარკუს მაკგუეინი “ბარსელონას” 2018 წლის იანვარში შეუერთდა მას შემდეგ, რაც “არსენალის” მაისურით რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. ნახევარმცველს საკუთარი ნათელი მომავლის სჯეროდა, მაგრამ ახლა ჰოლანდიის მეორე დივიზიონში “ტელსტარის” რიგებში უწევს გამოსვლა.
“ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. საკუთარი ფორმის პიკთან ახლოს არ ვყოფილვარ, მაგრამ შესაფერის პოზიციაზე ვთამაშობდი და ეტაპობრივად ვუმჯობესდებოდი.
ზეწოლა უმოკლეს დროში ვიგრძენი. განაცხადს მიღმა დატოვებამ შოკში ჩამაგდო. ამის მერე აღარასდროს მქონია ის განცდა, რომელიც საწყის თვეებში დამეუფლა.
ისეთი სიხშირით არ ვთამაშობდი, როგორც მსურდა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიში ჩემზე კარგად აისახა. რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის შესაძლებლობა მომეცა, მათ შორის, სესიები პირველი გუნდის წევრებთან.”-ვკითხულობთ მაკგუეინის სიტყვებს iNews-ზე.


