workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკუს მაკგუეინი: ძირითად გუნდში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ

მარკუს მაკგუეინი: ძირითად გუნდში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ

კატალონიის სუპერ თასზე “ბარსელონას” ძირითად გუნდში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის, მარკუს მაკგუეინის დებიუტი შედგა. ის მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კარლეს ალენიას ნაცვლად გამოვიდა. 

“არსენალში” სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი. ვარჯიში ყოველთვის კარგია, მაგრამ ერთ ადგილას გაჩერება არ მსურდა და ნაბიჯის წინ გადადგმა ვამჯობინე. ჩავთვალე, რომ განვითარებისთვის ეს გუნდი უნდა დამეტოვებინა. 

ადრე ინგლისელები თავგადასავლების მოყვარულნი არ იყვნენ, ახლა კი შესაძლებლობებს საზღვარგარეთაც ვხედავთ. როგორც გავიგე, გარი ლინეკერის შემდეგ პირველი ვარ, ვინც “ბარსელონაში” ბრიტანეთიდან მოვიდა. კატალონიურ გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთაც მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ტელევიზორში ვუყურებდი. მომენტი, როცა გასახდელში პირველად შევედი, ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველად სერხიო ბუსკეტსი დავინახე, შემდეგ ფილიპე კოუტინიო, შემდეგ მესი… ისინი მომესალმნენ, კოუტინიო კი მოვიდა და მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდებოდა, დახმარებისთვის მზად იყო. 

“ბარსელონაში” თამაში უდიდესი მიღწევაა, მაგრამ მინდა, პირველი გუნდის წევრი ვიყო და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ”. – აცხადებს მაკგუეინი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • emzari
    schedule 10 მარ 2018, 08:39

    სანსის მიცემა აუცილებელია იქნებ გაამარლოს

  • barca`barca
    schedule 09 მარ 2018, 19:27

    ამბიციაც ამას ქვია..ყოჩაღ

  • Johan Cruyff 14
    schedule 09 მარ 2018, 19:10

    კაი კაცი

  • messi and iniesta
    schedule 09 მარ 2018, 18:52

    იმედია გაამართლებს და მისცემს დროს ვალიკო ძირითად გუნდში

  • gio-barca29
    schedule 09 მარ 2018, 18:18

    ისე ამან კარგად ითამაშა? არ მიყურებია თამაშისთვის