ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ვალენსიასთვის“ მზადება გრძელდება – სუარესმა სრულყოფილად ივარჯიშა

„ვალენსიასთვის“ მზადება გრძელდება – სუარესმა სრულყოფილად ივარჯიშა

“ბარსელონა” “ვალენსიასთან” მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ლუის სუარესმა ძირითად ჯგუფთან ერთად სრულყოფილად ივარჯიშა და ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში მონაწილეობის შანსები აიმაღლა, იტყობინება Sport.

ტერ შტეგენი, კარლეს ალენია და ფრენკი დე იონგი სანაკრები პაუზის შემდეგ ჯგუფს შეუერთდნენ. სესიაში მონაწილეობა მიიღეს არაუხომ, კოლადომ, რიკი პუჩმა, სავერიომ, კარლეს პერესმა, ტენასმა და ანსუ ფატიმ.

“ბარსელონა” სუარესს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რათა ფიზიკური მზაობა დაამტკიცოს. კლუბი ურუგვაელის ჯანმრთელობით არ გარისკავს. თუ ლუისი “ვალენსიასთან” მოედანზე გამოსასვლელად მზად არ იქნება, მთავარი ამოცანა მისი “ბორუსიასთან” გამოჩენა იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში