ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამოსი: კარგია, რომ “ოქროს ბურთის” მოგების შანსი სხვასაც აქვს

რამოსი: კარგია, რომ “ოქროს ბურთის” მოგების შანსი სხვასაც აქვს

მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა “ოქროს ბურთის” საკითხი მიმოიხილა.

– გულს არ გწყვეტთ ის ფაქტი, რომ ვირჯილ ვან დეიკი შეიძლება “ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდეს, თქვენ კი ერთხელაც არ ყოფილხართ პრეტენდენტთა სამეულში?

– ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბარი რთულია. ვან დეიკი გამორჩეული მცველია, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ვირჯილმა დაუღალავად იშრომა, რათა დიდი შედეგისთვის მიეღწია.

ხალხი ყოველთვის მესისა და რონალდუზე საუბრობს. თუ ისინი ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში დამარცხდებიან, მაშინ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. კარგია, რომ კრიშტიანუსა და ლეოს გარდა სხვასაც აქვს გამარჯვების შანსი.

დაფიქრებას სწორედ ის გაიძულებთ, რომ ბოლო წლებში “ოქროს ბურთს” ბევრი მოთამაშე იმსახურებდა, მაგრამ მათ პრიზი არ მოუგიათ.

ფეხბურთი გუნდური თამაშია, რის გამოც ინდივიდუალური ჯილდოების გაცემა რთულია. ვან დეიკი დიდებული მცველია და თუ ის გაიმარჯვებს, მილოცვის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2019, 01:02

    ინდივიდუალური ჯილდოს მინიჭება უფრო ადვილია შე სიკო შენა და წელს მესისია ოქროს ბურთი

  • Nou kamp
    schedule 10 სექ 2019, 22:18

    ეხ რამოს რა ჩოილარიც იყავი შენთვისვე სამწუხაროდ ის ჩოილარი დარჩი.შენი ნაბო…..რი დედაც ჯეკ