ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფატის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ფატის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა

პორტალი Transfermarkt-ის ინფორმაციით, ანსუ ფატის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა. გვინეა-ბისაუს წარმომადგენელი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გოლის ავტორი და რიგით მეორე პატარა დებიუტანტია.

  • მსოფლიოს 297-ე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
  • ლა ლიგის 63-ე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
  • “ბარსელონას” მე-17 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
  • გვინეა-ბისაუს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
  • 33-ე ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა გარემარბი.
  • ყველაზე ძვირადღირებული 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის.

ეს ის შედეგია, რომელიც ანსუს საყოველთაო პოპულარობამ მოუტანა. ზემოთ აღნიშნულ პორტალზე შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: “ანსუ ფატის სახელი მუდმივად ჟღერდება. ის მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ყველაზე პატარა გოლეადორია “ბარსას” ისტორიაში. ის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. “ლა მასიელ” ტალანტზე დიდი იმედები მყარდება. საწყისი ფასი (25 მილიონი ევრო) ძალიან მაღალია და როგორც ჩანს, ფატის როლი ვალვერდეს გუნდში გაიზრდება”.

ანსუ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ ის ძირითადი კოლექტივის ნაწილი კიდევ დიდი ხნით იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 10 სექ 2019, 20:35

    ციტატა: chegevara

    ციტატა: ROUCH
    25 რა ჩემი ფეხებია გამოვარდება პსჟ და გადაიხდის ფული არა აქთ თუ რა, დაადეთ 200 ან მეტი თქვენი რაღა მიდის


    რაკიტიჩი


    ეს სატრანსფერო თანხაა, მარკეტრასფერის დადებული. ბარსაში მაგის გამოსასყიდი 100 მილიონია.

  • არტურო ვიდალ
    schedule 10 სექ 2019, 20:15

    თუ კარგად გააგრძელა ძაან მაგარი იგროკი დადგება და სადღაც წავიკითხე ბარსა 2020-ში ფაბიან რუის იყიდისო და ძაან მაგარია ეგ ეგ არ გაიმაზება

    მე მაგალითად ერიკ პულგარი მინდა ბარსაში აი ძაან

  • chegevara
    schedule 10 სექ 2019, 19:06

    ციტატა: ROUCH
    25 რა ჩემი ფეხებია გამოვარდება პსჟ და გადაიხდის ფული არა აქთ თუ რა, დაადეთ 200 ან მეტი თქვენი რაღა მიდის


    რაკიტიჩი

  • ROUCH
    schedule 10 სექ 2019, 18:59

    25 რა ჩემი ფეხებია გამოვარდება პსჟ და გადაიხდის ფული არა აქთ თუ რა, დაადეთ 200 ან მეტი თქვენი რაღა მიდის

  • lashomchedlo
    schedule 10 სექ 2019, 18:27

    გაყიდიან ეხლა რო ვიცი 😏😏😏