“ბარსელონამ”, შესაძლოა, “ნაპოლის” ნახევარმცველი, ფაბიან რუისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ან მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიმატოს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, მომდევნო თვეების განმავლობაში, 23 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” სკაუტები დააკვირდებიან. თუ ფაბიანი მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს, კატალონიელები მის შეძენას შეეცდებიან.
ახლახანს, რუისს ესპანეთის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. მატჩის შემდეგ კი “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა თქვა: “რუისი და ფრენკი დე იონგი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები იქნება.”
ამდენი ნახევარმცველი ნამდვილად არარის საჭირო როცა ძალიან კარგი ნახ დაცვა გვყავს და ალენია და პუჩი კიდე რომლებსაც სათამაშო დრო სჭირდებათ… მხოლოდ სუას შემცვლელია მოსაყვანი …. ყველაზე კარგი ვარიანტი ლაუტარო მარტინესია ჩემი აზრით …და იმედია გაანძრევს ტვინს ცოტა ოთხ თვალა
კაი ბიჭია მომავლისთვის შეიძლება..
რავიცი ძმაო სად წავიყვანოთ თორე არა მაქვს პრობლემა ხარჯეთ ფულები და იყავით :დ