სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში რაფინია “სელტას” იჯარის წესით შეუერთდა. “ბარსელონას” მომდევნო ზაფხულში ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ სურდა, რის გამო მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
2013/14 წლების შემდეგ, რაფინია თავის მეორე სეზონს გაატარებს ვიგოში. კლუბს სჯერა, რომ ნიჭიერი ალკანტარა დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
რაფინია ყოფილ “ბარსელონელს” დენის სუარესს შეუერთდა. “სელტას” პრეზიდენტი, კარლოს მოურინიო არ გამორიცხავს, რომ ალკანტარა ვიგოში ერთ წელზე მეტ დროს გაატარებს: “ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. რაფინიასა და “სელტას” პარტნიორობის გახანგრძლივების ვარიანტი ნამდვილად არსებობს”. – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sport.




ოღონდაც ეს მოგვაშორონ