ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბეტისის” დირექტორი: “ბარსელონა” 2021 წლამდე ემერსონს ვერ დაიბრუნებს

“ბეტისის” დირექტორი: “ბარსელონა” 2021 წლამდე ემერსონს ვერ დაიბრუნებს

ხოსე მიგელ ლოპეს კატალანმა, “ბეტისის” დირექტორმა, ბრაზილიერი მცველის, ემერსონის კონტრაქტზე ისაუბრა.

20 წლის ახალგაზრდას უფლებები “ბარსელონამ” “ატლეტიკო მინეიროსგან” 12 მილიონ ევროდ შეისყიდა და აქედან ნახევარი “რეალ ბეტისს” მიჰყიდა.

შეთანხმების მიხედვით, ფეხბურთელმა ანდალუსიური გუნდის ღირსება 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დაიცვას, რა დროსაც “ბარსელონა” გადაწყვეტს დააბრუნოს იგი თუ არა “კამპ ნოუზე”, თუმცა მანამდე, მისი შეძენა შეუძლებელია.

“არ არსებობს არანაირი წინადადება, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს “ბარსელონაში” გადასვა შეუძლია. ყველა ასეთი ინფორმაცია სიცრუეა.” – უთხრა კატალანმა Radio Marca-ს, როდესაც მას დათქმულ დრომდე ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნებაზე ჰკითხეს.

“ჩვენ გვაქვს “ბარსელონასთან” ურთიერთობა და ვსაუბრობთ ემერსონiსა და იმის შესახებ, თუ რას აკეთებს იგი ყოველკვირეულად.”

“ისინი ყოველ მატჩს მისი თამაშის სანახავად ესწრებოდნენ, მაგრამ შანსიც კი არ იყო იმისა, რომ მას წინა სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი დაეტოვებინა.”

“მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც კი არ შეუძლია წასვლა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2019, 19:37

    ნუ დაიბრუნებს კაცო იყოს ჯერ სადაცაა