“ბარსელონას” ყველაზე მაღალი სახელფასო ლიმიტი აქვს ესპანეთის ჩემპიონატში. წინა სეზონიდან გუნდმა 38.5 მილიონი ევროთი გაზარდა სახელფასო ლიმიტი, ანუ 632.9 მილიონიდან, 671.42 მილიონ ევრომდე. მეორე ადგილზე “რეალია” 641 მილიონი ევროთი (+74.55 მილიონი), ხოლო მესამეზე “ატლეტიკო” იმყოფება 384.5 მილიონი ევროთი. მანამდე “როხიბლანკოს” 322.92 მილიონი ევრო ჰქონდა.
ლა ლიგის თითქმის ყველა კლუბმა გაზარდა სახელფასო ლიმიტი, გარდა “ვილიარეალისა”, რომლის ლიმიტიც 539-ამდე დავარდა და “ლეგანესისა”, რომლისაც 782-ს შეადგენს. ყველაზე დაბალ ლიმიტიანი გუნდები კი არიან: “გრანადა” (35.46 მილიონი), “ვალიადოლიდი” (32.03 მილიონი) და “მალიორკა” (29.96 მილიონი).
სახელფასო ლიმიტი არის იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება ინვესტიციაში ჩაიდოს და რომელიც ფარავს ფეხბურთელების, მწვრთნელის, მწვრთნელის ასისტენტის, ფიზიკური მწვრთნელის, აკადემიის და სხვა ხელფასებს. მისი დაანგარიშება დამოკიდებულია შემოსავალსა და ნებისმიერი გუნდის სტრუქტურული ღირებულების სხვაობაზე. სახელფასო ლიმიტი ასევე შეიცავს მუდმივ, ცვალებად, სოციალური დაცვის, პრემიების, შენაძენის (და აგენტის საფასურის) ღირებულებებს გასხვისების შესაძლებლობით.
ყოველი კლუბი პასუხისმგებელია სახელფასო ლიმიტების დაწესებით და ლა ლიგის კომიტეტი გადამოწმების შემდეგ ადასტურებს ან ასწორებს ციფრებს, რათა ფინანსური სტაბილურობით დააზღვიოს ისინი. მიუხედავად ამისა, ყველა გუნდი არ სთავაზობს მათ მაქსიმალურ ლიმიტს, რადგანაც ამის დაწესება მათ ბიუჯეტთან შესაბამისობით შეუძლიათ. ამის რეგულირება ასევე სპონსორის ნახვით ან ფებურთელის გაყიდვით შეიძლება.




როგორც იქნა მოიგო ტოჩინოშინმა, ბალანსი კვლავ უარყოფითი აქ 1-2 წარმატებები იმედია ოჯეკის ტიტულს შეინარჩუნებს.
პს საფეხბურთო საიტია მაჰრამ ესეთი კარგი სიახლე ხანდახან უნდა გავაჟღეროთ დაინტერესებული პირებს დააინტერესებს ვისაც არა უბრალოდ გაატარეთ