ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ ჩუკვეზე: 4:4-ის შემდეგ არ მეძინა

სამუელ ჩუკვეზე: 4:4-ის შემდეგ არ მეძინა

თუ იმ გუნდს ქომაგობ, სადაც ლეო მესი გამოდის, საქმე მარტივადაა – ელოდები კვირის დასასრულს და აუღელვებლად ადევნებ თვალყურს შეხვედრას, მაგრამ როცა არგენტინელი მონსტრი შენი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ იბრძვის, სიტუაცია იცვლება.

“ვილიარეალის” მოთამაშემ, სამუელ ჩუკვეზემ გასული წლის გაზაფხულზე მესისთან დაპირისპირება გაიხსენა: “მარცხს მარტივად ვერ ვეგუები. “ბარსელონასთან” ფრედ, 4:4 დასრულებული მატჩის შემდეგ არ მეძინა. ზოგჯერ ლეო მოედანზე აკეთებს რაღაცას, რაც მხოლოდ მას შეუძლია. ვფიქრობ, იმ დღეს არგენტინელი და სხვა დანარჩენი მოთამაშეები ერთსა და იმავე სტადიონზე არ ყოფილან” – მოჰყავს მისი სიტყვები Goal-ს.

“ბარსელონა” შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა. ვალვერდეს კოლექტივი კოუტინიოსა და მალკომის გოლების წყალობით 2:1 იგებდა. “ვილიარეალმა” წონასწორობა აღადგინა, მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ მოედანზე მესი გამოვიდა, ხოლო 62-ე წუთზე იბორამ ტაბლოზე 3:2 დააფიქსირა.

სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კარლოს ბაკამ მასპინძლების უპირატესობა უფრო კომფორტული გახადა. 89-ე წუთზე “ბარსელონა” 2:4 აგებდა. ეს იყო სწორედ ის მომენტი, როცა მოედანზე მესის მაგია ამოქმედდა.

90-ე წუთზე არგენტინელმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, ოდნავ მოგვიანებით კი სუარესმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა, 4:4.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • kortoxa23
    schedule 09 სექ 2019, 09:53

    ცუდია როცა 4-გოლს უშვებ მითუმეტეს როცა ბარაელონა ხარ, თამაში კი საერთოში ძაან მაგარი გამოვიდა

  • M10 S9 D11
    schedule 09 სექ 2019, 02:32

    ძაან მაგარი თამაში იყო

  • ♤《V a K o》♤
    schedule 09 სექ 2019, 00:27

    რა თამაში იყო!😍