ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ წარიმართება დემბელეს „ბარსელონური“ კარიერა?

როგორ წარიმართება დემბელეს „ბარსელონური“ კარიერა?

უსმან დემბელეს სახელი ყოველთვის იწვევს ცხარე დებატებსა და აზრთა სხვადასხვაობას. ფრანგი გარემარბი “ბარსელონას” ნეიმარის მოულოდნელი ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა. დასაწყისში, კატალონიურ გრანდს კოუტინიოს გაფორმება სურდა (რომელიც “კამპ ნოუზე” რამდენიმე თვის შემდეგ მაინც გადაბარგდა). “ლივერპულთან” მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა, ამ ყველაფერმა კი ესპანეთის ჩემპიონებს ფრანგ ფორვარდში იმაზე მეტის გადახდა აიძულა, ვიდრე აპირებდნენ.

“ბარსელონური” კარიერის სასურველად დაწყებაში დემბელეს ხელი ტრავმებმა შეუშალეს. მეორე სეზონი მისთვის შედარებით სანახაობრივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს წარმატება მოედნის მიღმა არსებული პრობლემებით დაიფარა. დაზიანებები არსად გამქრალა, მაგრამ უსმანის არაპროფესიონალური ქმედებები უფრო დიდ აღშფოთებას იწვევდა მის თანაგუნდელებსა და ქომაგებს შორის.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მარტივი გადასალახი არც ეს ზაფხული ყოფილა. მის სახელს ნეიმარის სატრანსფერო საგას აქტიურად უკავშირებდნენ. პრე-სეზონის შეხვედრებში უსმანი დემბელესთან ერთად უფრო ეფექტურად და ბედნიერად გამოიყურებოდა. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო “მისი წელი”.

პოზიტივი გაქრა “ატლეტიკთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც გუნდი 0:1 დამარცხდა. დემბელე მატჩის დასრულებისას დისკომფორტს განიცდიდა, მაგრამ მას ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. ფრანგმა ოჯახთან გამგზავრების ნებართვა მიიღო, დაბრუნების შემდეგ კი მისი ტრავმა ოფიციალურად დადასტურდა.

ამ ყოველივემ დემბელეს პროფესიონალიზმის ირგვლივ კითხვის ნიშნები დასვა. მან სამედიცინო პერსონალი ტკივილის შესახებ არ გააფრთხილა. სწორედ ამიტომ, ფანები განსაკუთრებულად უკმაყოფილონი არ დარჩნენ, როცა მისი ნეიმარის ტრანსფერში ჩართვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ახლა, როცა ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი ჩაიშალა, დემბელე მეოთხე ფორვარდის რანგშია. ანსუ ფატიმ და კარლეს პერესმა თავიანთი შანსები სრულყოფილად გამოიყენეს, რაც კიდევ უფრო ართულებს ფრანგი გარემარბის მდგომარეობას. საინტერესო ისაა, თუ როგორ მიუდგება აღნიშნულ ვითარებას დემბელე და გამოიყენებს თუ არა კონკურენციას მისთვის სასარგებლოდ.

დემბელე დიდი ალბათობით კვლავ სასტარტო თერთმეტეულს მიღმა დარჩება, როცა “ბარსელონას” საკადრო პრობლემა მოგვარდება. მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 09 სექ 2019, 01:08

    მოიხოდება დემბუზა აუცილებლად მოიხოდება

  • davidus2020
    schedule 08 სექ 2019, 20:50

    დემბელეს მთავარი პრობლემა თვითონ არის,თუ არ გახდა ფროფესიონალი,ბევრი არ იშრომა , ალბათ ბარსას ყველა დროის გაცრუება იქნება, თუ მიხედა თავს დაიშრომა , შეიძლება შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ მეეჭვება, იმიტო რო ერთდაიგივე შეცდომებს იმეორებს

  • dembelle
    schedule 08 სექ 2019, 19:20

    ციტატა: nika 54
    " პრე-სეზონის შეხვედრებში უსმანი დემბელესთან ერთად უფრო ეფექტურად და ბედნიერად გამოიყურებოდა."

    ეს წინადადება მითარგმნეთ ვინმემ რა!


    კაცური კაცი კარგად წაიკიტხე ბედნიერად წერია მანდ თუ გახსნილი და გამბედავი კითხვა ისწავლე და შემდეგ განვიხილოთ :დდდ confused (ტეხავს)

  • El Diablo
    schedule 08 სექ 2019, 19:10

    ციტატა: nika 54
    " პრე-სეზონის შეხვედრებში უსმანი დემბელესთან ერთად უფრო ეფექტურად და ბედნიერად გამოიყურებოდა."

    ეს წინადადება მითარგმნეთ ვინმემ რა!


    ანუ თავის თავთან ბედნიერად გამოიყურება მარტო bowtie

  • barca`barca
    schedule 08 სექ 2019, 19:07

    ციტატა: nika 54
    " პრე-სეზონის შეხვედრებში უსმანი დემბელესთან ერთად უფრო ეფექტურად და ბედნიერად გამოიყურებოდა."

    ეს წინადადება მითარგმნეთ ვინმემ რა!


    ალბათ გრიზმანი უნდა ეწეროს დემბელეს ნაცვლად;დ

  • InFiNiTe8
    schedule 08 სექ 2019, 19:05

    1 წელიც ვაცადოთ და მერე ნიახურზე…

  • nika 54
    schedule 08 სექ 2019, 18:49

    " პრე-სეზონის შეხვედრებში უსმანი დემბელესთან ერთად უფრო ეფექტურად და ბედნიერად გამოიყურებოდა."

    ეს წინადადება მითარგმნეთ ვინმემ რა!

  • dembelle
    schedule 08 სექ 2019, 18:38

    რაცარუნდა იყოს როგორც არ უნდა მომწონდეს დემბელეე წელს იქნება მის დარცჰენ არდაცჰენის საკითხი მკაცრად დასმულიიი არა საკმარისი დროა მემგონი რო რაგაცაა დამტკიცოს მაგრამ ამ ყველაფერ აქვს მეორე მხარეც ვალვერდე რომელიც ფაქტია არ წყალობსს პრე სეზონზე დემბელე ზაან გახსნილი იყო თითქოს არ ეშინოდა გადაწყვეტილებების მიღების და ლა ლიგის თამაშებში დაბრუნდა ძველი როგორიც ადრე იყოო ამით იმის თქმა მინდა რო ვალვერდე არ აძლევს სწორ რჩევებს და უფრო ჩაკეტილს ქმნის არაა სწორი საქციელი ვალვერდესგან დარწმუნებულივარ წელს კიდე ჩააგდებს დემბელე მიზეზი კი ცხვირვალდე იქნებაა