“გრანადას” თავდამსხმელს, რობერტო სოლდადოს ჰკითხეს, თუ ვინ იყო ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, ვის წინააღმდეგაც მას უთამაშია.
ესპანელმა ფორვარდმა მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ “ბარსელონას” ლეგენდარული ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი დაასახელა: “პუიოლი ის მოთამაშეა, რომელიც ყველაზე მეტად მირთულებდა საქმეს მოედანზე. მის წინააღმდეგ თამაში ომს ჰგავდა. კარლესი ყველაზე აგრესიული და უხეში მცველი იყო.”
“ამის მიუხედავად, ყველაზე მეტს მაინც ის კამათობდა. ალბათ, ყველაზე რთული პუიოლის წინააღმდეგ თამაში იყო.” – ციტირებს რობერტო სოლდადოს სიტყვებს Goal.
რას ლაპარაკობ იმ ტრიუმფატორ ესპანეთის ნაკრების დაცვის ბურჯი თურმე რამოსი ყოფილა ცენტრის მეფე ალონსო და საერთოდ კასილიასი რომ არაო ჩებს ფეხებს მოიგებდნენ მუნდიალსო.
ღმერთო რა გვეშველება
არადა ნახევარი სასტავი ბარსელონელები იყვნენ – პუიოლი, ბუსკეთსი, ხავი, ინიესტა, ვილია. ნახევარფინალში პუიოლის გოლით გავიდნენ, ფინალი კიდე ინიესტას გოლით მოიგეს
ლომიიი
ეეჰ როგორ გვაკლია პუი გასახდელში ერთი-ორ იგროკს აზრზე მოსვლა სჭირდება
ესე იგი ეს თუ პუიოლზე ამბობს უხეში იყოო, მაშინ გამოდის რო ამას რამოსის ან პეპეს წინააღმდეგ არ უთამაშია.
რას ლაპარაკობ იმ ტრიუმფატორ ესპანეთის ნაკრების დაცვის ბურჯი თურმე რამოსი ყოფილა ცენტრის მეფე ალონსო და საერთოდ კასილიასი რომ არაო ჩებს ფეხებს მოიგებდნენ მუნდიალსო.
ღმერთო რა გვეშველება
ჩვენი ლომი. კაცი არი კაცური. ნამდვილი კაპიტანი. მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც კაპიტანი ძაან ბანძია. რა დრო იყო….ახლა კიდე ლანგყ.ლე
ნამდვილი მეომარივით იყო მოედანზე! კარლეს❤️