“ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველით, რაფინია ალკანტარათი ორი კლუბი ინტერესდება – “სელტა” და “მარსელი”, იტყობინება RMC.
წყაროს ცნობით, “სელტა” მზადაა რაფინიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. “ბარსელონას” ტრანსფერისგან 15 მილიონ ევროს მიღება სურს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, კატალონიელები, შესაძლოა, ფასის შემცირებასაც დასთანხმდნენ.
რაც შეეხება “მარსელს”, ფრანგებს კონკრეტული შეთავაზება ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ურჩევნია, რომ ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ევროტურნირებზე იასპარეზებს, თუმცა ვერც “სელტამ” და ვერც “მარსელმა” ევროპა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხეს.




ცუდი იგროკი არაა .. მაგრამ მისმა ტრანვამ ბარსრლონაში კარიერა დაუნგრია ამის გააზრებიდან გამომდინარე თავადაც აქვს სურვილი წასვლის..
ამას რატო აგდებთ ვერ ვხვდები რაც მესი და სუარესი არ არიან ყველაზე მაგარი ეს იყო გრიზმანი კიარა მგონი ეს უფრო ლიდერობდა ,იმედია არსად არ წავა .
ვაბშე რატო ყიდიან 26 წლის ნორმალურ ნახევარმცველს 10ად, კაი რაა…
რას მოასწრებენ თორე წიხლებითაა გასაგდები
Arada skamistvis kaia es travmebs rom ar igebdes
რა საჭიროა ბრძოლა პირზე კოცნით გაგატანთ ))