გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ (“შახტარი” 0:1 “ბარსელონა”), გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ხოსეპ გვარდიოლა
“აი, უკვე სამი წელია “შახტარის” გულშემატკივარი ვარ. ეს კლუბი უფრო და უფრო ძლიერდება და სწორედ ამიტომ ვისურვებდი, რომ შემდეგ წელს არ მოგვიწიოს მათთან შეხვედრა. დონეცკელები ყოველთვის ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. დღეს, პირველივე წუთებიდან ვერ მოვახერხეთ ბურთის შენარჩუნება, რაც უშუალოდ მათი კარგი თამაშის დამსახურებაა. მეკითხებით, შეიძლება თუ არა “ბარსელონას” დატოვების შემდეგ უკრაინულ გუნდს ჩავუდგე სათავეში? არა, მათ უკვე ჰყავთ ბრწყინვალე დამრიგებელი ლუჩესკუს სახით.”
მირჩა ლუჩესკუ
ეს სანახაობრივი მატჩი იყო. იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი ახალი და გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავდა, ჩვენ მაინც ვფლობდით ბურთს და ვქმნიდით სახიფათო მომენტებს. “ბარსელონას” ბევრჯერ ვაიძულეთ თავის დაცვა. კატალონიელები სრულიად შევისწავლეთ. გავიგეთ მათი პლიუსები და მინუსები. ერთადერთი, რამაც შეგვიშალა ხელი მოგებაში, არის მესი. ლეო რომ “შახტარში” თამაშობდეს, “ბლაუგრანას” აუცილებლად დავამარცხებდით. რაც შეეხება საერთოდ, ჩემპიონთა ლიგას, ვფიქრობ კარგად ვიასპარეზეთ. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს. “ბარსასთან” შეხვედრა მომავალისთვის გამოგვადგება. უკვე ვიცით, თუ როგორ თამაშობს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი.”