ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფატის მშობლებისგან ნებართვის აღება მოუწია, რათა ანსუს ეთამაშა

“ბარსელონას” ფატის მშობლებისგან ნებართვის აღება მოუწია, რათა ანსუს ეთამაშა

გუშინ, “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” 16 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის დებიუტი შედგა. თუმცა, სანამ ის მოედანზე გამოვიდოდა, კატალონიელებს მცირე ფორმალური პრობლემების მოგვარება მოუწიათ.

საქმე ისაა, რომ ლა ლიგის წესების თანახმად, არასრულწლოვან მოთამაშეებს ტურნირის იმ მატჩებში, რომლებიც საღამოს იმართება (გუშინ, “ბეტისთან” მატჩი 21:00 საათზე დაიწყო), მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, თუ კლუბი ფეხბურთელის მშობლებისგან შესაბამის ნებართვას არ აიღებს. ამიტომ, “ბარსელონამაც” არ დააყოვნა და ფატის მშობლებისგან მათი შვილის ოცნების ასრულების ნებართვა აიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2019, 15:18

    ციტატა: Johan cruyff13
    მამა წასულა წინააღმდეგი, დედამ გადაააფიქრებინა ძლივს


    რას ლაპარაკობ, მამამისმა დაწერა ეხლა სიკვდილიც შემიძლიაო, აღარაფერი მიჭირს ჩემმა შვილმა ბარსას ძირითადში ითამაშაო.

  • M10 S9 D11
    schedule 27 აგვ 2019, 01:31

    ეხლა რო უარი ეთქვათ ამის მშობლებს ხეზე იქნებოდნენ ჩამოსაკიდებლები

  • Johan cruyff13
    schedule 26 აგვ 2019, 22:21

    მამა წასულა წინააღმდეგი, დედამ გადაააფიქრებინა ძლივს

  • Barca_MNS
    schedule 26 აგვ 2019, 21:59

    არა ჩემმა პატარამ უნდა დაიძინოსო რო ეთქვათ laughing laughing