workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაფერი დღეს გადაწყდება

ყველაფერი დღეს გადაწყდება

ლა ლიგის დასრრულებამდე 2 ტურიღა დარჩა. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი დღეს “სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩი ჩემპიონატში თითქმის ყველაფერს გადაწყვეტს. თუკი “ბარსამ” დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ “ბარსელონა” ბოლო ტურში წაიბორძიკებს არ არსებობს. ხოლო თუ “ბარსელონამ” დღეს ვერ იმარჯვა და მისმა ოპონენტმა გამარჯვება მოიპოვა  ყველაფერი პირიქით მოხდება. ასე, რომ დღევანდელი მატჩი შეიძლება ითქვას ყველაფერს გადაწყვეტს ლა ლიგაში.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” ტრიუმფის შემდეგ, “ბარსელონა” შეიძლება ითქვას “მოეშვა”. “ბარსას” დერბიში სათანადოთ, რომ ეთამაშა დღეს ლა ლიგის ბედი უკვე კარგი ხანი გადაწყვეტილი იქნებოდა. “ესპანიოლთან” ფრის შემდეგ, “ბარსამ” ადვილად მოუგო “ხერესს” 3:1. შემდეგ ყველა ფიქრობდფა, რომ “ბარსასთვის” დაწყევლილ “ვილიარეალის” სტადიონზე წითელ – ბროწეულის ფერიანები კვლავ წაიბორძიკებდნენ, მაგრამ ეს ესე არ მოხდა. “ბარსამ” ჩვეულად ითამაშა და ძალიან ლამაზ სტილში 3 ქულა მოიპოვა. შემდეგ იყო არც ისე იოლი გასეირნება “კამპ ნოუზე” “ტენერიფესთან” 4:1. შესაძლოა ანგარიშის მხრივ ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ იმ მატჩში კატალონიელებს 3 ქულის მოპოვება არცთუ ადვილად მოუხდათ. “ბარსელონას” აშკარად აკლია ინიესტა, არის კეიტა, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის მოედანზე, აგორავებს ბურთს, მაგრამ ფაქტია, რომ კეიტა რაღაცით ჩამოუვარდება ინიესტას.

წლევანდელ სეზონში “ბარსელონამ” წარუმატებლობა განიცადა ესპანეთის თასზე, კატალონიელთა “გამომგდები” სწორედ ანდალუსიური კლუბი გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ კატალონიელებმა “სანჩეს პისხუანზე” 1:0 იმარჯვეს, მაინც ვერ შეძლეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. ამიტომაც დღეს ერთგვარი რევანში უნდა აიღოს “ბარსელონამ” ეს მატჩი სასიცოცლო მნიშვნელობისაა კატალონიელთათვის.

რაც შეეხება “სევილიას”, იგი იბრძვის მეოთხე ადგილისათვის, ამიტომაც დღევანდელი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ორივე გუნდისათვის.

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward