workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო არ აპირებს იტალიაში წასვლას

მასკერანო არ აპირებს იტალიაში წასვლას

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს აგენტმა, განაცხადა, რომ მასკერანო არ აპირებს დატოვოს “ბარსელონა” უახლოეს მომავალში.

 

“ძალიან გთხოვთ, შეწყვიტოთ იმაზე საუბარი, რომ ჩემი კლიენტი, ხავიერ მასკერანო, გადადის “სერია ა”–ში. ეს არის მტკნარი სიცრუე”. ამბობს ჰორასიო სანდონადი. “ეს არ არის ხუმრობა, ხავიერი კატალონიაში თავს შესანიშნავად გრძნობს, მიეჩვია აქაურ აურას და რაც მთავარია, იგი არის “ბარსელონას” მოთამაშე – კლუბისა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა”.

 

“ის იმ შემთხვევაშიც არ წავა, თუ შემოთავაზებას “მილანისა” და “იუვენტუსისგან” მიიღებს. ხოლო რაც შეეხება “რომას”, დავიჯერო ისინი უფრო მეტს გადაუხდიან მასკერანოს, ვიდრე “ბარსელონაში” უხდიან? ცნობისთვის, ხავიერი არსად წასვლად არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში”. დაასრულა ჰორასიო სანდონადიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში