ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩის პირველ ტაიმში “ბარსელონასთვის” უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ლუის სუარესმა, რომელმაც თამაშის პირველ ნახევარში ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა, ფეხი იტკინა და ცვლილება მოითხოვა.
37-ე წუთზე, ურუგვაელი მოედნიდან გავიდა და ის რაფინიამ შეცვალა.
ხვალ გავიგებთ, რამდენად სერიოზულია სუარესის ტრავმა და მოახერხებს თუ არა ის 25 აგვისტოს “ბეტისთან” მეორე ტურის მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ძაან მაინტერესებს არტური რისვგამო არ შეიტვანა განაცხადში ან არტურო. ტიპი ირბენდა ვინმეს მაინც ჩაჩეხავდა რაღაცას მაინც იზამდა
იმედია სერიოზული არაფერია და ითამაშებს სუა ბეტისთან