“ბარსელონას” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ნეიმარზე პირველად ისაუბრა.
“ნეიმარი განცალკევებით ვარჯიშობს? ეს სიცრუეა. მას პერსონალური სავარჯიშო პროგრამა აქვს, რომელსაც ის მიჰყვება. ნეიმარი ჯერ კიდევ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია. მას ამ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.”
“ტრავმა? ყველაფერი მარტივია, ის მსოფლიოს საუკეთესო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იყო, ახლა კი ბრაზილიელი სრულიად ჯანმრთელია.”
“შეხვედრა აბიდალთან? ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არსებობს, ამის შესახებ თქვენც იცით, მაგრამ მოლაპარაკებები წინ არ წასულა.”
“გულშემატკივრები ნეიმარის წინააღმდეგ? მან შეცდომები დაუშვა. მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ნეიმარი კარგი ბიჭია და ასევე, შესანიშნავი მოთამაშე.” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport.

მაგიტო უნდა ნეიმარს წასვლა ისევ ნაგავი ფეხბურთელები მიყავთ გუნდში რაბიო გაუშვეს და ანდრე ერერა იყიდეს და ისრომ გაძლიერებულიყვნენ პირიქით რაღაც ნაგავებს ყიდულობენ და მეორე წელს ისევ ასე სამარცხვინოდ გამოვარდებიან
ნეიმარმა ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს.
გამოუშვით თქვე არასწორებო