workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჟუნიორ ფირპო “ბარსელონას” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჟუნიორ ფირპო “ბარსელონას” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” “ბეტისის” 22 წლის მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ბეტისი” თავიდან 18 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების სახით კი 12 მილიონი იქნება გათვალისწინებული.

ფირპო 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 200 მილიონი ევრო იქნება.

ჟუნიორ ფირპო 1996 წლის 22 აგვისტოს დომენიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, სანტო დომინგოში დაიბადა. 6 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ესპანეთში, მალაგაში გადავიდა.

ფირპომ ფეხბურთის თამაში 2011 წელს, “ატლეტიკო ბენამიელში” დაიწყო. შემდეგ იყო “ტირო პიჩონი”, “პუერტო მალაგუენიო” და ბოლოს “ბეტისი”, რომლის აკადემიასაც ფეხბურთელი 2014 წელს შეურთდა.

სევილიელთა პირველ გუნდში ფირპოს დებიუტი 2017 წელს შედგა. “ბეტისის” მაისურით მან სულ 29 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აქედან ერთი თამაში და ერთი გოლი “ბარსელონაზე” მოდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • vegassi54
    schedule 04 აგვ 2019, 17:10
    #15

    კარგია იმედია გაამართლებს.

  • Alien messi
    schedule 04 აგვ 2019, 17:04
    #14

    გილოცავთ ამ ძაან მაგარ ამბავს!!!

  • M10 S9 D11
    schedule 04 აგვ 2019, 16:54
    #13

    მშვენიერი შენაძენია წარმატებები ფირპოს <3

  • dima359
    schedule 04 აგვ 2019, 16:32
    #12

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ოფიციალურად: ხასიათი გამიფუჭდა ამ სიახლემ rage rage


    რატო?

  • Barca 6-1psg
    schedule 04 აგვ 2019, 16:17
    #11

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ოფიციალურად: ხასიათი გამიფუჭდა ამ სიახლემ rage rage


    რატო? თან ნეო გვინდა და თან 75მილიონიანი ზამენა მარცხენა ფლანგზე და მშვენიერი ბიჭია არ გახსოვს ამან ბარსსა რო ათრია? გოლიც რო გაგვიტანა

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 04 აგვ 2019, 16:14
    #10

    რა მოსატანია მარა, როგორც ჩანს არტურო ვიდალი რჩება ბარსაში და ძაან კაი. სავარაუდოდ რაკიტიჩი წავა იმიტომ რომ ზედმეტი ნახევარმცველია უკვე გუნდში და კოუ ნეიმარის ტრანსფერისთვის შესაგროვებელ ფულში გამოიყენებენ…რაფინია მგონია რო დარჩება გუნდში

  • Sdaead
    schedule 04 აგვ 2019, 15:49
    #9

    რას ვერჩით ისე ბართუშას ყოველ ზახულზე ყველა საჭირო ტრანსფერს ახორციელებს.ვალიკოს გამო არ მაქ დიდი იმედი ლიგაზე თორე შემადგენლობის მხრივ უძლიერესი გუნდი გვყავს.ერთადერთი სუსტი წერტილი მაინც მარცხენა შეტევის ფლანგია.გრიზმანი დიდად პროდუქტიული არ არის მანდ და დემბელე-კოუტინიოს იმედი წინა სეზონის შემყურე ნაღდად არ მაქვს. იმედია ათამაშდება რომელიმე.ახლა რაფინია გაასუხარონ და ერთი 60 მილიონიანი შემოთავაზება თუ იქნება რაკიტიჩიც და ეგაა.

  • king artthur
    schedule 04 აგვ 2019, 15:44
    #8

    არ მომეწონა ამის ტრანსფერი. როდრიგესი მერჩია 10 თავით. კიდევ უამრავი ვარიანტი იყო, მაგრამ რადგან ვიყიდეთ წარმატებები ფირპოს

  • buka971
    schedule 04 აგვ 2019, 15:42
    #7

    კარგი ბიჭია ვნახოთ სერიოზული კონკურენტი ყავს და იმედია ათამაშებს ვალვერდე ხშირად

  • Malcom14
    schedule 04 აგვ 2019, 15:25
    #6

    მივესალმები როგორც იქნა ალბას ზამენა ნუ დინიც ცუდი არ იყო ვინც ევერტონის თამაშებს უყურა თუ არ ვცდები 4 ჯარიმაც გაიტანა და სეზონის საუკეთესო გახდა რობერცონის შემდეგ ნუ ფირპოს წარმატებები და კაი პასები მესის მიმართულებით😉😉😉

  • PIQUE 3
    schedule 04 აგვ 2019, 15:23
    #5

    იდეალური შემადგენლობა გვყავს უკვეე😎😍ახალგაზრდები უკე მრავლად არიან ბარსაშიი,თან ისეთები რო წესით ყველამ იდდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს🤗ფირპო,ტოდიბო,მუსავაგე,რიკი,დეიონი,არტური,ალენია,კარლოს პერესი და აბელ რუისიც მიიებენ შანსს უეჭველი,დემბელეც აზალგაზრდაა😎ვალვერდეს ერთი ეგ აქ კაი რო აძლევს შანსს ახალგაზრდებს და იმედია ამ სეზონშიც არ შევრცხვებით😥🙏

  • Joao Felix in Barcelona
    schedule 04 აგვ 2019, 15:19
    #4

    Vსიო მთლიადან დავკოპლექტდით ახლა უკვე 3ასოს ჯერია

  • რაღაცნაირი
    schedule 04 აგვ 2019, 15:18
    #3

    ძაან მაგარია ეს. დარწმუნებული ვარ თუ მისცემენ შანსს ძაან მონდომებული იქნება.

    უბრალოდ მგონია რომ მცველზე მეტად ფლანგის ნახევარმცველია ეს ბიჭი,სერხი რობებერტოს მსგავსად.

  • kluivert
    schedule 04 აგვ 2019, 15:14
    #2

    მშვენიერი ტრანსფერია

  • neymarjr
    schedule 04 აგვ 2019, 15:13
    #1

    ოპააა ძლივს მალე მენახოს მსგავსი სიახლე ნეიმარზეც გილოცავთ