“არსენალი” აპირებს გამპერის თასი კოუტინიოს ტრანსფერისთვის გამოიყენოს

“არსენალი” აპირებს გამპერის თასი კოუტინიოს ტრანსფერისთვის გამოიყენოს

ხვალ, გამპერის თასზე, “ბარსელონა” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს. თამაში ამხანაგურია, მაგრამ არის შანსი, რომ ამ დაპირისპირებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინოს.

Sport-ის ცნობით, ლონდონური დელეგაცია კატალონიას არა მხოლოდ ამხანაგურ თამაშზე დასასწრებად ეწვევა. “მეთოფეები” “ბლაუგრანასთან” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აპირებენ.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მზადაა ბრაზილიელი ვარსკვლავი იჯარით გაუშვას, თუ ამ გარიგებიდან 25-30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, სწორედ იჯარაზე სურთ საუბარი ლონდონელებს.

“არსენალის” დირექტორი რაულ სანლეჰი წლების განმავლობაში “ბარსელონაში” მუშაობდა და მას კატალონიური კლუბის ხელმძღვანელ პირებთან კარგი ურთიერთობა აქვს. შესაძლოა, ტრანსფერს ხელი ამანაც შეუწყოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • Bakero
    04 აგვ 2019, 15:12

    რა იჯარა კაცო გაყიდეთ სანამ ფასი აქვს ! 130 მილიონი რომ გაქვს გადახდილი სკამზე რომ ვერ დასვავ გასაგებია მაგრამ იჯარით უშვებ რა უბედურებაა:((((((((((((((((((( ყველას უნდა ხეირი ბარსას ხარჯზე

  • M10 S9 D11
    04 აგვ 2019, 04:42

    რა იჯარა 100 მილიონი დადონ და წაიყვანონ

  • Albicelecte
    03 აგვ 2019, 23:57

    ასეთი რამე არ მოსულა?! 25-30 ლიმონი 1 წლით არენდით წაყვანაში, თუ კიდევ 1 წელი უნდა არენდით, კიდევ 25-30 და ასე 3-4 სეზონი?!?!?! 4 სეზონის შემდეგ ბარემ თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება და იქვე დატოვოს smiley smile
    გამოდის, რომ 100-120 ლიმონში გაიყიდება, ოღონდ ფულს ნელ-ნელა გადაიხდიან
    ნუ პერესი 3 სეზონის შემდეგ დააბრუნებდა, სათამაშო დროს მიაცემინებდა, კონტრაქტს გაახანგძლივებინებდა და შემდეგ "იაფად", ანუ 60-70 ლიმონად გაყიდდა grinning smiley

  • messi and iniesta
    03 აგვ 2019, 23:54

    არსენალი ნახე შენ რას უბერავდ

  • dima359
    03 აგვ 2019, 23:54

    ციტატა: nikabarca
    თუ ნეიმარი მოყავთ შეიძლება თუ არადა სკამიც ხო გვინდა


    130 მილიონი სკამისთვის არ გადაუხდიათ და არც 15 მილიონიანი ხალფასით სკამზე ჯდომა გამოვა.

  • CuleTillIDie
    03 აგვ 2019, 23:51

    დარჩენილიყავი კოუ ლივერპულში… პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იქნეობდი და ჩემპიონთა ლიგაც გექნებოდა მოგებული.სამწუხაროდ ამ სლე ვალვერდესთან და ფანებთან რომლებიც გისტვენენ ვერაფერს ვერ მიაღწევ…

  • dima359
    03 აგვ 2019, 23:49

    სებალოსის არენდაში 20 მილიონი გადაიხადეს და ახლა ალბათ ნანობენ. ბარსაში რომ ყოფილიყო 20 მილიონად ალბათ გაყიდიდნენ smile

  • Basi
    03 აგვ 2019, 22:52

    eeee arsenals awyobs 25milionad coutinioo erti sezonii magrad waadgebat
    arsenalii zaann gazlierdebaa amsezonistviss
    barsashii arian sikoebii nacevardacvashii datovon blinn da sxva gayidon

  • nikabarca
    03 აგვ 2019, 22:45

    თუ ნეიმარი მოყავთ შეიძლება თუ არადა სკამიც ხო გვინდა