“ბარსელონას” ამერიკული ტურნეს დროს სტადიონებზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი, წერს El Mundo Deportivo.
კატალონიელები ამერიკაში 2 მატჩს გამართავენ და ორივეს “ნაპოლის” წინააღმდეგ. წყაროს ინფორმაციით, ორივე სტადიონზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.
“მიჩიგანზე” 109 901 გულშემატკივარი დაესწრება მატჩს, ხოლო “ჰარდ როქზე” 75 540 მაყურებელი იქნება.
