“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა, კარლეს პერესმა “ვისელ კობესთან” მატჩის შემდეგ (0:2) კომენტარი გააკეთა.
“ბავშვობიდან ვოცნებობდი, პირველ გუნდში თამაშსა და გოლების გატანაზე.”
“აქ იმისთვის ვარ, რომ შესაძლებლობები გამოვიყენო, მაგრამ ახლა “ბარსელონა ბ”-ს მოთამაშე ვარ. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩემი სამუშაოს შესრულებას გავაგრძელებ და გუნდს დავეხმარები. ნათელია, რომ აქ დარჩენა მინდა. ყველაფერი მოთმინებასა და შრომაზეა დამოკიდებული.”
“გრიზმანის ადაპტაცია? თუ იშრომებ, შედეგიც მოვა. ნათელია, რომ თუ გინდა საუკეთესო გუნდი იყო, საუკეთესო მოთამაშეები უნდა დაიმატო.” – ციტირებს კარლეს პერესის სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა დღეს “ვისელ კობეს” კარში დუბლი გაიფორმა და “ბარსელონას” მოაგებინა.




თუ მალკომი წავა ეს დააწინაურონ უნდა ყველა პონტში რა )) მაგარი მონდომებული და მშრომელი ბიჭია
100% getanxmebi jobia la masias mixedon da darwmunebuli var dzalian bevri gamogvadgeba da sachiro araa fulis xarjva
ის ათი ვინ ხართ ვინც ამ კომნტს პლიუსი დაუწერეთ და ნეიმარს მალკომი არჩიეთ ძალიან გთხოვთ დაწეროთ. ნუ კარლეს პერსზე ხო საერთოდ არ ვაკომენტებ. დაწერეთ რა ძალიან გთხოვთ მაგრა მაინტერსებს
მიუხედავად იმისა რო ნეიმარი ძალიან მევასება საერთოდ არაა საჭირო მისი დამატება😊და მიუხედავად იმისა რო ძაან დონეა მალკომიც და ეგეც ძაან მევასება ჯობია კარლოსისნაირი იგროკები გადმოიყვანონ ბარსა ბ-დან და ტყუილად არ ხარჯონ ფული