ანტუან გრიზმანი უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია, მაგრამ “ატლეტიკო” მას მაინც არ ეშვება.
დღეს, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებესმა დაადასტურა, რომ “ატლეტიკომ” “ბარსელონას” წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეიტანა: “გრიზმანის საქმესთან დაკავშირებით “ატლეტიკომ” ლა ლიგის ოფისში წერილი გაგზავნა.” – ციტირებს ტებასის სიტყვებს Onda Cero.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ანტუან გრიზმანი 120 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ “ატლეტიკო” თვლის, რომ მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო, ამიტომ მადრიდელები “ბლაუგრანასგან” დამატებით 80 მილიონ ევროს მოითხოვენ.
როგორც ყოველტვის გაუკეტებენ უკან
Weret da ikitxet 😁
Urtiertobas ipuchebs ertia da amat arudna ekadrat us rac grizmantan ijadres meore…
ბარსელონა ყველასთან იფუჭებს ურთიერთობას და ეს კარგი ნამდვილად არაა… ვუმადლოდეთ ამისთვის ბართუშას 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻 🙂
80 მილიონის გადახდას არავინ დაგვაკისრებს, მაგრამ ატლეტიკოსთან ურთიერთობის გაფუჭება ძალიან ცუდია, როგორიც გვაქვს მაგალითად პსჯსთან ან თუნდაც რაიოლასთან, მომავალში ტრანსფერებში ხელს შეგვიშლის ეგაა და ეგ