workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “ბარსელონაში” ბრუნდება – ფაქტები და ჭორები

ნეიმარი “ბარსელონაში” ბრუნდება – ფაქტები და ჭორები

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის, ნეიმარის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებაზე უკვე ძალიან ბევრი იწერება. გთავაზობთ უახლოეს ფაქტებსა და ჭორებს ბრაზილიელი ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში სავარაუდო ტრანსფერის შესახებ.

ფაქტები:

  • ნეიმარმა პრე-სეზონის პირველი სავარჯიშო სესიები და ამხანაგური მატჩები ხანგრძლივი არდადაგების გამო გამოტოვა. “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ე.წ. “აჯანყება” არაფერ შუაშია.
  • პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ადასტურებს, რომ ბრაზილიელი გუნდს ჩინეთში შეუერთდება და “ინტერთანაც” ითამაშებს.
  • ნეიმარს ლიონელ მესისა და ლუის სუარესის სახით ძველი მეგობრები ენატრება, რადგან მან ნოსტალგიური მოგონებები საჯაროდ გაავრცელა.
  • პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ადასტურებს, რომ კლუბს 27 წლის შემტევზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა მას სიტყვიერ მოლაპარაკებებზე არაფერი უთქვამს.

ჭორები:

  • პარიზელები ნეიმარის გაყიდვას ცდილობენ იმის გამო, რომ მათ სურთ, კილიან მბაპე გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ.
  • “ბარსელონა” ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ 2 ვარიანტს განიხილავს: კოუტინიო/რაკიტიჩი+ფული ან ორივე მათგანი+ფული.
  • “ბარსას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ და ლეო მესი ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაში მთავარი ფიგურები არიან.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2019, 16:36
    #4

    ციტატა: azulgerana
    გუშინ სტატია რივალდოს ჩამოსვლაზე და აჭარას ამბასადორზე კითხვა დავსვი თუ რას ნიშნავს ეს სიტყვათქო და სტატია წაშალეთ? :))) იმედია არ დამბლოკავთ კიდე რომ ვიკითხე


    ამბასადორი ვიღაცის წარმომადგენელს ნიშნავს ანუ ელჩს(როგორც მახსოვს)

  • getsby
    schedule 23 ივლ 2019, 12:57
    #3

    წელს შანსი არარი ამის მოსვლის , არც სახსრებიაქვს გუნდს და არც დიდი სურვილი როგორც ჩანს .

  • ana anukii
    schedule 23 ივლ 2019, 10:11
    #2

    ესრომ მართლარეალში გადავიდეს არვიცი რაა ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა. ბართომეუმ მაგის საშუალება თუ მისცა რეალს ამაზე ჩმორი პრეზიდენტი არავის ეყოლება.

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2019, 03:20
    #1

    ესეიგი არსადაც არ მიდის ნეიმარი ფაქტების მჯერა მე