ძამბროტა: “მესი “ინტერში”? მაშინ “მილანმა” რონალდუს ყიდვაზე უნდა იფიქროს”

ძამბროტა: “მესი “ინტერში”? მაშინ “მილანმა” რონალდუს ყიდვაზე უნდა იფიქროს”

იტალიური “მილანის” მცველი, ჯანლუკა ძამბროტა, თვლის, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ლიონელ მესის “ინტერში” გადასვლა სავსებით რეალურია.

 

“ვფიქრობ, თუ ხოსეპ გვარდიოლა “ინტერის” მწვრთნელი გახდება, სავსებით შესაძლებელია გუნდში მოიწვიოს ლეო მესიც. ის ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და რა თქმა უნდა პეპს გაუხარდება მისი კლუბში ყოლა. თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ სილვიო ბერლუსკონის მოუწევს “მილანს”, მადრიდის “რეალისგან” კრიშტიანუ რონალდუ უყიდოს.” –ციტირებს ძამბროტას სიტყვებს Tuttomercatoweb.com.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო ხანებში “ინტერი” აქტიურადაა ჩართული არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებაში. მათი პრეზიდენტის, მასიმო მორატის სურვილიც სწორედ ეს არის–იხილოს ლეო ლურჯ–შავ მაისურში.

ასევე ბოლო დროს ხალხი გვარდიოლას წასვლაზეც ალაპარაკდა. თავად პეპმა განაცხადა, რომ თუკი “ბარსას” დატოვებს, იტალიური კლუბი, რომელსაც გაწვრთნის იქნება მხოლოდ და მხოლოდ “ბრეშია” და არაფერი სხვა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია