workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპმა ფეხბურთელებს ინტერვიუების მიცემა აუკრძალა

პეპმა ფეხბურთელებს ინტერვიუების მიცემა აუკრძალა

პირველი “ელ კლასიკოდან” ერთი კვირით ადრე, ხოსეპ გვარდიოლა სრულ მზადყოფნაშია და ცდილობს რაც შეიძლება კარგად მოამზადოს გუნდი. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო.

 

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პეპმა თავის შეგირდებს ზედმეტი ინტერვიუების მიცემა აუკრძალა. ფეხბურთელებს მხოლოდ მატჩის წინა ან შემდგომ პრესკონფერენციებზე შეეძლებათ კომენტარის გაკეთება ამ თუ იმ საკითხებზე. “ლურჯ–ბორწეულისფერები” მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და თანახმანი არიან თავი შეიკავონ ჟურნალისტებთან საუბრისგან.

 

როგორც მოგეხსენებათ პირველი დაპირისპირება “ბარსასა” და “რეალს” შორის ზუსტად ერთ კვირაში, 16 აპრილს გაიმართება. ამის შემდეგ ოთხ დღეში, 20 აპრილს იგივე გუნდები შეერკინებიან ერთმანეთს, ამჯერად უკვე ესპანეთის თასისთვის. ასევე მესამე ჯახიც გარდაუვალია. კატალონიელებს და მადრიდელებს აუცილებლად მოუწევთ ესპანეთის სუპერთასზე შეხვედრა. ამ სამ კლასიკოს უკვე პრაქტიკულად 99% დაემატება კიდევ ორი. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ პირველ მატჩებში, “ბლაუგრანამ” “შახტარი” 5:1 გაანადგურა, ხოლო “სამეფო გუნდმა” ინგლისურ “ტოტენჰემს” შანსი არ დაუტოვა და 4:0 სძლია. ასე და ამგვარად ეს ორი კლუბი ლიგის 1/2 ფინალშიც შეებრძოლებიან. ვნახოთ 5 მატჩიდან ვინ უფრო მეტში გაიმარჯვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში