ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” გერმანელმა ვარსკვლავმა, იულიან დრაქსლერმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. იტყობინება, Le Figaro.
“მე ეს ჭორები საერთოდ არ მაღელვებს, თუმცა კლუბისთვის ალბათ ნამდვილად უსიამოვნოა. ცხადია, არავის არ უყვარს ჭორების კითხვა. “პარის სენ-ჟერმენი” – მხოლოდ ნეიმარი არ არის. რა თქმა უნდა, ის სუპერვარსვკლავი და გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ყველას გვსურს გავიგოთ რა მოხდება მომავალში.” – განაცხადა, დრაქსლერმა.
შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიო 27 წლის ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.

რეალში მიდის ბეილს რთავენ ტრანსფერში და ფულს უმატებენ მაგრამ ჯობია მისთვის ბარსაში დაბრუნდეს
მოდი რაა ნეი ბარსაში ამ სეზონში თორე ვეღარასდროს ვერ დაბრუნდები იცოდე და შენი კარიერაც დაიმარხება საბოლოოდ ამიტომ დროზე გადმოდი!
რა და დრაქსლერს ძირითადში უნდა ყოფნა და ნეის გამო ვერ ხვდებოდა ეს რო ბარსაში მოვა დააყენებენ მგონი.
კაროჩე ისეა აცანცარებულიეს ნეიმარი ჯობია ბეილივით ჩინეთში დააწვეს
ამათ რა მოუვიდათ ერთმანეთში?