საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” უნდა დაბრუნდეს.
“რასაც ნეიმარი პარიზში აკეთებს არასწორია, როგორც სპორტული, ასევე პიროვნული მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქ ვეღარ დარჩება. ნეიმარი უნდა დაბრუნდეს იმ ერთადერთ ადგილზე, სადაც მას საუკეთესო ფორმის აღდგენაში დაეხმარებიან – მესის, გრიზმანისა და სუარესის გვერდით. “ბარსელონაში” ამ ოთხეულის ხილვა საოცარი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. მე, როგორც “ბარსელონას” ფანს, მისი დაბრუნება გამიხარდებოდა.” – ციტირებს მანუელ ვალსის სიტყვებს Sport.

ოჰოოო, სად არის სააკაშვილი, პსჟ-ს მაგივრად ბარსას ფანობისთვის მოღალატედ გამოაცხადებდა, ან კრემლის აგენტად!!!!!!
ზედმეტია ნეიმარი გრიზმანის ყიდვამ საბოლოოდ გამორიცხა ნეიმარის ტრანსფერი
ეს სულ ჩვენი ბიძიშვილი ყოფილა😍😀😀
ეს ფრანგი კატალონიელია.საფრანგეთის კატალონიიდან.