ხოსეპ გვარდიოლამ დღეს გამართა პრეს–კონფერენცია, სადაც აღნიშნა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად კი “შალკესა” და ხიხონის “სორტინგის” თამაშები მოიყვანა.
“ლა ლიგა–ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი სეზონში. ჩემპიონთა ლიგა ძალიან კარგი ტურნირია, მაგრამ საუკეთესო ლა ლიგაში ვლინდება”, განაცხადა პეპმა. გვარდიოლა დიდ პატივს სცემს “ალმერიას” და ამ მატჩს მიიჩნევს ერთ–ერთ გადამწყვეტად: “მე ყველას დახმარებას ვთხოვ. მოვიდნენ “კამპ ნოუზე” და ბოლომდე უქომაგონ ბიჭებს. ეს ერთ–ერთი გადამწყვეტი მატჩია. ჩვენ არ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება”.
საშიშროება “ალმერიასთან”
გვარდიოლამ კარგად იცის, თუ რა თავგანწირვით იბრძვიან “ბარსას” წინააღმდეგ ისეთი გუნდები, რომლებიც ტაბლოში არასასურველ პოზიციაზე იმყოფებიან. “ალმერია” “კამპ ნოუზე” ახალი მწვრთნელით წარსდგება, რომელმაც მოტივაცია შეჰმატა გუნდს: “არიან გუნდები, რომელთათვის ყველა მატჩი ოქროზე ძვირფასია, სწორედ ასეთ მატჩებში წყდება მათი ბედი. გასულ წელს ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა “ხერესმა” და “ტენერიფემ” სახლში. მე ისიც არ ვიცი, თუ როგორი ტაქტიკა აქვს ახალ მწვრთნელს, ასე რომ ძალიან რთული თამაში გველის”.
პეპმა კომენტარი გააკეთა “შალკესა” და “სპორტინგზე”: “ყველა გუნდს, ვინც 1/4 ფინალში გავიდა, სურდა “შალკესთან” შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რა მოუვიდა “ინტერს”. ასევე ვერავინ იფიქრებდა, რომ მანოლო პრესიადოს შეგირდები, “ბერნაბეუზე” დაამარცხებდნენ “მერენგებს”. მათ 0:1 იმარჯვეს, ამიტომაც ყველა ფეხბურთელს ვაფრთხილებ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ”.
პინტო და არმყოფი ფეხბურთელები
ვალდესის დისკვაიფიკაციის შემდეგ, კიდევ ერთი არასასიამვნო რამ მოხდა, ვერც პინტო შეძლებს თამაშს კოჭის ტრავმის გამო. ხოსე მანუელ პინტოს მედიკოსები თამაშის ნებას არ რთავენ: “დღეს პინტოს მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ. ხვალ საბოლოო ტესტს გაივლის და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ის ითამაშებს. ხოლო თუ ვერ შეძლებს, მაშინ მინიო დაიცავს “ბარსას” კარს”.
პუიოლისა და აბიდალის შესახებ, გვარდიოლას არ სურდა სიტუაციის დრამატიზირება: “ჩვენ მაინც მივაღწევთ საწადელს. გუნდები, “ბარსას” წინააღმდეგ მხოლოდ შედეგისთვის იბრძვიან, ამიტომაც დაცვა მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს. ჩვენ ვნახეთ როგორ გვეთამაშა “შახტარი”. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, ჩვენ უნდა შევუტიოთ და დავაწესოთ ბურთზე კონტროლი. ეს კი ახალი ამბავი არ არის. უკვე სამი წელია ამ პრინციპით ვმოქმედებთ”.
პუიოლის ფიზიკურ მდგომარეობაზე მან განაცხადა: “იგი 2 ნაბიჯს წინ დგამს, ერთს კი უკან. ძალიან მძიმე ტრავმა აქვს და რთულად იკურნება, მაგრამ კაპიტანი ყველაფერს აკეთებს მალე გამოსაჯანმრთელებლად”.
არ სურდა მადრიდის “რეალზე” საუბარი
“შახტართან” დაძაბული ორთაბრძოლისა და “ალმერიასთან” მოსალოდნელი შეხვედრის წინ, გვარიდოლამ არ ისურვა ესაუბრა მადრიდის “რეალზე”. ჟუნრალისტებმა უამრავი კითხვა დაუსვეს ლა ლიგასა და სამეფო თასზე გასამართ შეხვედრებზე, თუმცა კითხვები უპასუხოდ დარჩა. პეპმა არც კიდევ ორ შესაძლო “ელ კლასიკოზე” ისაუბრა”.
ბოსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საშიშროებას, რომელიც სამეფო თასზე იქნება: “თუ თქვენ თვლით, რომ მე ადამიანი, რომელიც უფრთხის ამ მატჩებს, დაე ასე იყოს. წარმოიდგინეთ, რომ “მესტალიაზე” ორი კლუბის 20.000–მდე გულშემატკივარი იქნება, ეს ხომ ისტორიული ფაქტია. ჩვენ მომხარდზე პასუხისმგებელნი ვიქნებით, მე როგორც მწვრთნელი, და ბიჭები, როგორც ფეხბურთელები. მინდა, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალურად დააფასონ მეტოქე და არ იფიქრონ, რომ ადვილი გასეირნება გველის. რაც მე სათავეში ჩავუდექი “ბარსას”, იმ დღიდან მოვითხოვ მეტოქის დაფასებას, განსაკუთრებით კი “რეალის”.
პეპი აქებს “ბარსა ბ”–ს
როდესაც მას ჰკითხეს, “ბარსა ბ”–ს კარგ ასპარეზობასა და მის მომდევნო მატჩზე “გრანადასთან”, რომელიც შედგება “მინი ესტადიზე”, გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ლუის ენრიკეს შეგირდებისადმი: “იმას, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს,უბრალოდ დაუჯერებელია, ბრწყინვალეა. მათ სურთ, რომ გახდნენ სეგუნდას საუკეთესო კლუბი ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირად ვიძახებ ფეხბურთელებს კანტერადან, ისინი მაინც ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებენ. მინდა მივულოცო მათ კარგი ასპარეზობა და ვუთხრა, რომ მათი ძალიან დიდი იმედი მაქ”.



