
კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი დღეს საღამოს “ვალიადოლიდთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივ გაუთანაბრდება “ბარსას” ყოფილ ფეხბურთელ კარლეს რექსაჩს. რექსაჩს სულ 331 მატჩი აქვს ჩატარებული, პუიოლს კი 330. დღეს კი პუიოლი აუცილებლად ითამაშებს და გაუთანაბრდება რექსაჩს. ამ მხრივ კატალონიელთა კაპიტანი დაიკავებს მესამე პოზიციას იმ ფეხბურთელებში, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული ლა ლიგაში. 10 წელია პუიოლი “ბარსას” ღირსებას იცავს. ამ 10 წელში იგი გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი და მოიგო უამრავი ტიტული: 3 პრიმერა,2 ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამეფო თასი, ევროპის სუპერ თასი და 3 ესპანეთის სუპერ თასი. 11 ტიტული, 10 მაღალ დონეზე ჩატარებულ სეზონში. მას მხოლოდ ჩავი და მიგელი უსწრებენ. ჩავის 352 მატჩი აქვს ჩატარებული და იგი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს, ხოლო მიგელს 391 მატჩი 15 სეზონში. ამის მიუხედავად პუიოლმა მაინც შექმნა ისტორია, მესამე პოზიციაზე დამკვიდრებით.
წყარო:sport.es