ნეიმარის საგა გრძელდება… რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელ ფეხბურთელს ინტერვიუ უნდა ჩაეწერა, თუმცა ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა…
თავიდან, ინტერვიუ გადაიდო, რადგან ნეიმარმა UOL Esporte-ს (არხი, რომელსაც ნეიმარმა ინტერვიუ მისცა) ორი პირობა წაუყენა – ის არ ისაუბრებდა გაუპატიურების სკანდალზე და არც “ბარსელონაზე”.
საბოლოოდ, ინტერვიუ ეთერში დღეს უნდა გასულიყო, მაგრამ UOL-ს მთელი ჩაწერილი მასალა მოპარეს, ყოველ შემთხვევაში, ამას თავად ბრაზილიური გამოცემის წარმომადგენლები ამტკიცებენ. მათი თქმით, როდესაც ნეიმართან ინტერვიუს ჩაწერა დაამთავრეს და ოფისში ბრუნდებოდნენ, შეამჩნიეს, რომ იმ ადგილის საკეტი, რომელშიც ნეიმარის ინტერვიუს მასალას ინახავდნენ, დაზიანებული იყო – “მათ მეხსიერების ბარათი მოიპარეს.” – განაცხადა ჟურნალისტმა.
“Aqui na Band-ის” (გადაცემა, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა) გუნდმა ინტერვიუ ორჯერ ჩაწერა 11 და 13 ივლისს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბოლო ინტერვიუს დროს (რომლის მასალაც მოიპარეს), ნეიმარმა თავის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

ხალიფას ოინებია

ბარსამანიას მთავარ გვერდზე შედიხართ
ნეის გადმოსვლა იდეალური იქნებოდა
აიაქსის“ დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ჰაკიმ ზიეჩზე ისაუბრა.
„მიკვირს, რომ ზიეჩის გარშემო სიტუაცია ასეთი მშვიდია. ვფიქრობ, ის მესუთ იოზილს ბევრად სჯობს.
ასე ვიტყოდი: გაყიდე იოზილი და ნახევარფასად, ზიეჩის შეძენას მოახერხებ, მაგრამ ისინი არ მისმენენ. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ის მომდევნო სეზონშიც „აიაქსში“ იყოს.“ – აღნიშნა ოვერმარსმა.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელის გამოსყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ორი საოცნებო კლუბი ჰყავს – „არსენალი" და „ბარსელონა
ნეტა ეს მოიყვანონ ზამენაზე უარს არ იტყვის
ამას ბარსა არმოიყვანს არმჯერა მაგის … და მიხედოს თავის თავს ისიც საკმარისია რაც გააკეთა ვპატიობ წასვლას 😀 😀
როდის იხურება სატრანსფერო ფანჯარა?