როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბარსელონამ” ახალწვეული ანტუან გრიზმანი ოფიციალურად წარადგინა და ცნობილი გახდა, რა ნომრით ითამაშებს ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში. ის 17-ნომრიან მაისურს მოირგებს.
1995/96 წლების სეზონში მაისურების დანომრიდან მოყოლებული “ბარსელონაში” მე-17 ნომრით სულ 13 ფეხბურთელს უთამაშია. ესენი არიან: ემანუელ ამუნიკე, ალბერტ სელადესი (1997/98 წლების სეზონი, ევროპული ჩემპიონატი), უინსტონ ბოგარდი, ემანუელ პეტი, ფილიპ კრისტანვალი, გაისკა მენდიეტა, მარკ ვან ბომელი, ჯოვანი დოს სანტოსი, პედრო როდრიგესი, ალექს სონგი, მუნირ ელ ჰადადი, პაკო ალკასერი და ხეისონ მურილიო.
ანტუან გრიზმანი პეტისა (2001/01) და კრისტანვალის (2001/02) შემდეგ გახდება მე-3 ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც 17 ნომრით იასპარეზებს.
ვერ გამიგია რატო მისცეს გრიზმანს 17 ნომერი, რა, ზამენის კაცად ხო არ მოიყვანეს
უკვე ყველას ერთად სჯობია ანტოანი
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, უნდა ჩავიწერო.
იმედა პაკო ალკასერი და მუნირი არ დაემართება და პედროსავით მაგრად იყომარებს მაგ ნომრით