“ბარსელონამ” 2019/20 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. დღეს, პირველი გუნდის ფეხბურთელები კატალონიელთა სამედიცინო ცენტრში შეიკრიბნენ და შემოწმება გაიარეს.
“ბარსელონას” ბაზაზე გამოცხადდნენ: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, ჟან-კლერ ტოდიბო, უსმან დემბელე, რაფინია ალკანტარა, მალკომი, კლემან ლანგლე, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო, კარლეს ალენია, სამუელ უმტიტი, ანტუან გრიზმანი ასევე “ბარსა ბ”-დან ინიაკი პენია, ორიოლ ბუსკეტსი, კოლიადო, რიკი პუჩი და კარლეს პერესი.
პირველი გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები შვებულებიდან მოგვიანებით დაბრუნდებიან.
“ბარსელონა” ვარჯშს ხვალიდან შეუდგება.



