“ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კლუბში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
“ის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ ეს ძალიან რთულად მეჩვენება. თუმცა, უკვე ბევრი რამ ვნახე, რაც შეუძლებელი მეგონა. მაგალითად, ის, რომ პსჟ-მ 222 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ უნდა დავიცადოთ. ეჭვგარეშეა, რომ ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ვნახოთ, რას მოიმოქმედებს “ბარსელონა”. – ციტირებს ჩავი ერნანდესის სიტყვებს AS.

იმედია მის მოყვანას არ დაიწყებენ მთელი ზაფხული და ბოლოს მომატებული ხელფასით არ დარჩება ისევ პსჟში ეს ფულის მონა ჩვენ კიდე ბოლოს ვერც მარცხენა მცველს და ვერც შემტევ ნახევარმცველს მოვიყვანთ დავრჩებით ალბას იმედად რომელიც უკან მესის ეძებს იმის მაგივრად რომ 1 1 ზე გაიტანოს და ბარცლეონა ფინალში გაიყვანოს დღემდე ვგიჟდები რო მახსენდება რა გააკეთა ლივერპულთან
ერთ დროს, ჩავი ამბობდა, რომ ვინც კლუბი დატოვა უკან აღარ უნდა დაბრუნდეს … მსგავსი რამ ახლა რატომ არ გვესმის? იმიტომ ხოარა რომ ახლო მომავალში აპირებს ბარსელონას გაწვრთნას და სავარაუდოდ, ნეიმარიც იმ ბარსაში იქნება ?
ეს იმდენი ხნის ნიუსია რო იმის მერე ცხრაჯერ გამოქვეყნდა სხვადასხვა ნიუსები ნეიმარის ტრანსფერზე
როდის მე ვნახე ეს და როდის ამათ დადეს 🙂