მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსელონას” გრიზმანს გამოსასყიდი ფული არ აქვს

AS: “ბარსელონას” გრიზმანს გამოსასყიდი ფული არ აქვს

“ბარსელონა” ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადახდას ამ კვირაში აპირებდა, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, იტყობინება AS.

საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე კატალონიელებს ეგონათ. გეგმის მიხედვით, კლუბს გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ამ კვირაში უნდა გადაეხადა, ხოლო პრეზენტაცია 12 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, რათა ფრანგს 14 ივლისს ახალ თანაგუნდელებთან ერთად ევარჯიშა.

თუმცა, წყაროს ცნობით, “ბარსელონა” ვერ ახერხებს ბანკებთან მოლაპარაკებას, რომლებიც კლუბს 120 მილიონ ევროს მისცემენ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ გრიზმანის გამოსყიდვა პარასკევამდე გადაიდოს. სწორედ ამ მიზეზს გამო ცდილობდა “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებების წარმოებას, რათა თანხა ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონაში” მცირე ფინანსურ კრიზისს ისიც ადასტურებს, რომ კლუბის თანამშრომლებმა ივნისის თვის ხელფასი სამი დღის დაგვიანებით მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 ივლ 2019, 11:38

    ბართოს მე მგონი დიდი ხანია ბარსელონას ჰაერი აღარ უხდება, უკვე მაგრად "აციებს და აკანკალებს"! wink
    გავუშვათ "თბილ ქვეყნებში"!!! angry