workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “13”

“ბარსელონას” “13”

ბრაზილიელი მეკარის, ნეტუს პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ის 13 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ნომრით ბოლოს იასპერ სილესენი თამაშობდა, რომელიც “ვალენსიაში” გადავიდა – იმ გუნდში, საიდანაც ნეტუს კატალონიაში ტრანსფერი შედგა. 

13 ნომერი, ტრადიციულად, მეკარეებს ეკუთვნით. ეს 1995/96 წლებში დაიწყო, როცა ფეხბურთელებმა სეზონებისთვის რეგულარული ნომრების არჩევა დაიწყეს. ამის შემდეგ, კლუბში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ირიცხებოდა. 

ჟესუს ანგოი

ეს ფეხბურთელი “ბარსელონას” წევრი 1994-97 წლებში იყო, თუმცა, რეზერვისტის ფუნქციას ასრულებდა და მხოლოდ 9 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა. 

კარლეს ბუსკეტსი (1996/97)

1990-99 წლებში, “ბარსას” ღირსებას “ლა მასიას” აღზრდილი კარლეს ბუსკეტსი იცავდა. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ნახევარმცველის მამამ “ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგის ორი თასის და ჩემპიონთა ლიგის (მაშინდელი ევროპის თასი) მოგება მოახერხა. 

რუდ ჰესპი

ჰოლანდიელი კიპერი “ბარსელონაში” მხოლოდ სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო და ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. 

პეპე რეინა

პეპე რეინა, რომელსაც ამ ფოტოში თმა აქვს, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის გამოვლის შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში “ბარსელონას” ძირითად გუნდში ასპარეზობდა. აქ მან სულ 49 შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი “ვილიარეალში” გადავიდა, საიდანაც “ლივერპულში” აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან “ნაპოლის” მიაშურა, მცირე დრო კი მიუნხენის “ბაიერნში” დაჰყო. 36 წლის ასაკში, ესპანელი ისევ აქტიურია და “მილანის” წევრია. 

ხოსე მანუელ პინტო

მოქმედი მუსიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის ბოლო 6 წლის ძირითადი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ექსცენტრიულობით გამოირჩეოდა. ის “ბარსელონას” წევრი 2008-14 წლებში იყო და არც ისე ცოტა შეცდომასთან ერთად, არაერთი კარგი სეივიც აქვს შემოთავაზებული. 

კლაუდიო ბრავო

ნეტუმდე სიაში ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი კატალონიურ გუნდში 2014-16 წლებში თამაშობდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონკურენციის გამო კი “მანჩესტერ სიტიში” წავიდა, სადაც ახლაც თამაშობს. 

იასპერ სილესენი

ჰოლანდიელმა მეკარემ “ბარსელონაში” ბოლო სამი სეზონი გაატარა და მაღალ დონეზე თამაშის მიუხედავად, ძირითად შემადგენლობაში ტერ შტეგენის ადგილი ვერ დაიკავა. მომდევნო სეზონიდან, ის თავის გამოჩენას “ვალენსიაში” ეცდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Sergio5
    schedule 10 ივლ 2019, 01:25
    #7

    ბარსას წიგნში წავიკითხე რო ბუსკეთსის ყველაზე დიდ სეივად იმას თვლიან, სერხიოს ცხელი უთო ეცემოდა თავში, გადახტა და დაიჭირო laughing laughing

  • nikabarca
    schedule 09 ივლ 2019, 19:40
    #6

    ციტატა: VINI
    🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
    რეალის 13 😀😀❤❤❤


    გააჯვი რა აქედან

  • MERENGUE
    schedule 09 ივლ 2019, 18:27
    #5

    🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
    რეალის 13 😀😀❤❤❤

  • Soul
    schedule 09 ივლ 2019, 17:18
    #4

    პინტო მაგარი კაცი იყო 😂😍

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 09 ივლ 2019, 17:06
    #3

    პინტო მაგარი კაცი იყო smiley მის "რეალთან" ჩხუბს, და სტვენას რა დამავიწყებს laughing საოცრად ქარიზმატული…

  • M10 S9 D11
    schedule 09 ივლ 2019, 17:04
    #2

    იმედია სილესენივით გამოგვადგება

  • Alien messi
    schedule 09 ივლ 2019, 16:54
    #1

    მე ყველაზე ძაან ბრავო მევასებოდა რეალთან ბერნაბეუზე დაფრინავდა