ნეიმარის ყოფილი მრჩეველი და წარმომადგენელი, ედუარდო მუსა ფიქრობს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის მთავარი პრობლემა მამამისია.
“ვფიქრობ, ის საქმეს გულითა და მონდომებით აღარ აკეთებს, ეს კი პრობლემაა. ნეიმარი და მისი სტაფი მუდმივ კონფლიქტში არიან. ისინი კრიტიკას არ იღებენ. ახლა, კი იმას იმკიან, რასაც დიდი ხანია თესავენ.”
“ის იმათ ენდობა, ვინც უკვე მასთან ერთად დიდი ხანია არის – განსაკუთრებით კი მამამისს, მაგრამ ის ნეიმარს ზიანს აყენებს. მამამისი ისე იქცევა, თითქოს ფეხბურთის ყველა ასპექტში სუპერპროფესიონალი იყოს, მაგრამ ეს ასე არაა.”
“ნეიმარი კარგი ბიჭია, მომხიბვლელი და გულუხვი, მაგრამ მედიაში მისი იმიჯი ამის საწინააღმდეგოა – ეს კი სწორედ მამამისის ბრალია.”
“რჩევა ნეიმარს? დაივიწყოს მის იმიჯზე, მის კომერციულ ვალდებულებებზე, ყოველთვის პირველობაზე ფიქრი. ის იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც თავიდან მოვიდა.”
“ეს მითქმა-მოთქმა მის ირგვლივ ვნებს სიყვარულს, რომელიც ნეიმარს ფეხბურთის მიმართ გააჩნია. შეხედეთ ბრაზილიელის სოციალურ ქსელებს, ის და მისი გუნდი მხოლოდ ბიზნესზე, რესტორნებსა და წვეულებებზე საუბრობენ… მაგრამ არა სპორტზე. მან ფეხბურთისადმი სიყვარული უნდა აღიდგინოს – ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებილი.” – ციტირებს ედუარდო მუსას სიტყვებს L’Equipe.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა ფეხბურთელის მამამ. ახლა, ვრცელდება ჭორები მისი “ბარსელონაში” დაბრუნების შესახებ.

შვილზე მეტად ფული უყვარს ტიპს საერთოდ ფეხებზე კიდია ნეიმარის კარიერა ლიჟბი მაყუთი მოღუნოს
ფულის ღორი და გაუმაძღარი კაცია ეს, როგორ შეიძლება ფულის გამო შვილს დაუნგრიო კარიერა არ მესმის, ან რითი არ ყოფნიდათ ბარსაში გამომუშავებული ფული მილიონებს იღებდა ტიპი, რა გაუმაძღარია ეს სლე კაცი მართლა ამის დედაც მოვხან მე.
ლა მასიის თამშებს ვნახულობ ხოლმე და რა კარგი ბავშვები არიან ყველა თამაშს დიდი ანგარიშით იგებენ
ნეიმარის პრობლემა თვითონ ნეიმარიააააა