workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კამპ ნოუ”–გადაულახავი ბარიერი !

“კამპ ნოუ”–გადაულახავი ბარიერი !

ძვირფასო გულშემატკივრებო ! ამ სტატიით მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ “ბარსელონა”–”შახტარის” დაპირისპირება და ერთი–ორად მოვუმატოთ საკუთარი გუნდის ქომაგობას. დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა, სადაც კატალონიელები ეცდებიან “ჯოჯოხეთური” დახვედრა მოუწყონ დონეცკელებს.

 

1.”კულეებო” მოდით გავიხსენოთ რამდენჯერ ყოფილა “ბარსელონა” ასეთი რთული მატჩის მოლოდინში, ვგულისხმობ წლევანდელ სეზონს. პირველად, რა თქმა უნდა, ყველას 29 ნოემბრის საღამო გაგვახსენდება, სადაც “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” მოლოდინს გადააჭარბეს. მათ 5–0 გაანადგურეს მეტოქე, რომელიც დამცინავ კომენტარს არ იშურებდა მატჩამდე და ცდილობდა “ბლაუგრანა” წნეხის ქვეშ მოექცია, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. წლევანდელ სეზონში სწორედ მადრიდელებს მოუწყვეს “ჯოჯოხეთური” დახვედრა.

 

გეცნობათ სურათი? ეს “კულეების” ნამოქმედარია. მათ მადრიდელთა ავტობუსს ქვები დაუშინეს და ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, რაც თამაშის შედეგზეც აისახა.

 

2. ახლა კი გავიხსენოთ კიდევ ერთი “ჯოჯოხეთური” დახვედრა. ეს “ბლაუგრანელებმა” მოუწყვეს “მეთოფეებს”, რომლებმაც პირველი თამაში მოიგეს და ერთი ნაბიჯი გადადგეს 1/4 ფინალისკენ. თუმცა “ლურჯ–ბროწეულისფერთა ამალამ განაიარაღა” მეტოქე და შინ დარცხვენილი გაუშვა. ანგარიში 3:1, მეტოქემ ვერცერთხელ ვერ მოახერხა კარის მიმართულებით დარტყმა, ის ერთი გოლიც ბედის ირონია იყო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=sRQVBoYuskE]

 

3. ახლა კი ჯერი დონეცკის “შახტარზე” მიდგა. უდავოდ ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ და საკმაოდ დამსახურებულად მოვიდნენ 1/4 ფინალამდე. არც მათი სტატისტიკა მეტყველებს რაიმე ცუდზე, მაგრამ “ბარსელონასთვის” ამას აქვს მნიშვნელობა? ნუთუ თამაშის დროს ამაზე ფიქრობენ ჩავი, ინიესტა, მესი, ვილია და ა.შ? არა მეგობრებო, არა! ისინი მოედანზე რობოტებივით არიან, დაპროგრამებული აქვთ მხოლოდ ბურთის კონტროლი და მეტოქის კარში გოლის შეგდება. ასეთი რამ ჯერ არავის გამოუგონია, ეს პეპ გვარდიოლამ მოახერხა. იგი ფეხბურთში საუკეთესო პროგრამისტია.

 

მეგობრებო მინდა განწყობა აგიმაღლოთ და მოგიწოდებთ ბოლომდე ვუქომაგოთ ჩვენს გუნდს, არ აქვს მნიშვნელობა შედეგს, ეს ხომ “Dream Team”–ია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჯოჯოხეთში” დონეცკელებო!!! 

 

ვიდეო განწყობისთვის, “ბარსელონა”–”შახტარი”:

 

 [media=http://www.youtube.com/watch?v=g3RZfYcz4Bo]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში