workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეონენკო: “ბარსელონა” გაუმკლავდება “შახტარს”

ლეონენკო: “ბარსელონა” გაუმკლავდება “შახტარს”

კიევის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ლეონენკომ, კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩზე, სადაც “ბლაუგრანა” მასპინძლობს დონეცკის “შახტარს”. ლეონენკო თვლის, რომ კატალონიელები გაამართლებენ ფავორიტის სტატუსს.

 

“ვფიქრობ, “ბარსელონა” გაუმკლავდება “შახტარს”. ბურთის ფლობა იქნება 70%–30%–ზე კატალონიელთა სასარგებლოდ. ძალიან არ მინდა ასე რომ მოხდეს, მაგრამ ეს რეალობაა. დონეცკელები ვერ შეძლებენ შეეწინააღმდეგონ მათ, ისევე როგორც სხვა კლუბები ვერ ახერხებენ იგივეს “კამპ ნოუზე”, თუმცა ძალიან მსურს, რომ “შახტარმა” ეს შეძლოს. თამაშის შემდეგ ფეხბურთელები “მშვიდად დაიძინებენ”. “შახტარი” იმით არის ძლიერი, რომ ბევრი სწრაფი ბრაზილიელი ჰყავს”. დაასრულა ვიქტორ ლეონენკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში