ჩილეს ნაკრებმა გვიან ღამით კოპა ამერიკის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა. სალვადორში, რეინალდო რუედას გუნდი ეკვადორს დაუპირისპირდა, რომელმაც წინა შეხვედრა ურუგვაისთან 0-4 წააგო.
მე-8 წუთზე, ანგარიში ჩილელმა ხოსე ფუენსალიდამ გახსნა, რამდენიმე წუთში კი პენალტით ენერ ვალენსიამ გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში, გადამწყვეტი გოლი ალექსის სანჩესმა შეაგდო.
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩის ბოლოს კი ის მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=XklP0JZJqxU]
C ჯგუფს ჩილე 6 ქულით ლიდერობს, ურუგვაის 4 ქულა აქვს, იაპონიას 1, ეკვადორს კი – 0.
“ბარსას” ფეხბურთელების მონაწილეობით დღეს კიდევ ერთი თამაში გაიმართება. თბილისის დროით 23 საათზე, პერუ-ბრაზილიის შეხვედრა დაიწყება.
![ვიდალის ჩილეს მორიგი გამარჯვება [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)
მაგარი იგრა იქნება ჩილე-ურუგვაი
ურუგვაის იქსი როგორ გამიტყდა იმედია იაპონია ეკვადორთანაც ფრეს ითამაშებს
ისეთი პირი უჩანს, წელსაც ჩილე მოიგებს კოპას, კარგი შეკრული გუნდია