workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაუდრუპი: “ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის მშვენებაა”

ლაუდრუპი: “ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის მშვენებაა”

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიქაელ ლაუდრუპს “ბარსა ტვ” –მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან “ბარსელონაზე” ისაუბრა. “მალიორკას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის მშვენებაა. 

“ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის მშვენებაა”.

“იგი დღეს  – დღეობით საუკეთესო კლუბია, მაგრამ “შახტართან” მათ სიფრთხილე მართებთ. “შახტარი” კარგი გუნდია, მან “რომა” უშანსოდ დატოვა, ასევე ჯგუფში “არსენალს” აჯობა, ამიტომაც სიურპრიზებისაგან დაზღვეული არავინ არის, ეს 1/4 ფინალია, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, სუსტი გუნდი არ არსებობს. ვფიქრობ, “ბარსელონას” შესწევს ძალა, რომ დაამარცხოს “შახტარი”, საერთოდ “ბარსელონას” შეუძლია ყველა დაამარცხოს, უბრალოდ სათანადოდ მიდგომა და მოტივირებაა ფეხბურთელების საჭირო”.

დასასრულს ასევე განაცხადა ლაუდრუპმა, რომ “რეალს” “ტოტენჰემთან” იოლი გასეირნება არ ელის. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში