“შახტართან” მატჩი “ბარსელონას” ახალწვეულთათვის მასკერანოსთვის და აფელაისთვის ახალი ხილია. ისინი პირველად შეერკინებიან დონეცკელებს. ხოლო რაც შეეხება კიდევ ორ ახალწვეულს ვილიასა და ადრიანოს მათთვის “შახტართან” დაპირისპირება უცხო ხილი არ გახლავთ, ისინი 2006/07 დაუპირისპირდნენ უკრაინელებს.
2006/07 სეზონში დავიდ ვილიამ ჯგუფურ ეტაპზე, “მესტალიაზე” დონეცკი “შახტარს” დუბლი შეუსრულა, სწორედ მისი წყალობით იმარჯვა “ვალენსიამ” და საბოლოოდ პირველ ადგილზეც დაასრულა ჯგუფური ეტაპი. ხოლო რაც შეეხება ადრიანოს, “შახტარი” მესამე პოზიციაზე გავიდა ჯგუფში და “უეფას” თასზე “გადაიხვეწა” სადაც “სევილიას” გადაეყარა, რომლის რიგებშიც ადრიანო გამოდიოდა, აღსანიშნავია, რომ მაშინ “სევილიას” ღირსებას დანი ალვესიც იცავდა.
ხოლო რაც შეეხება აფელაის და მასკერანოს. მათი ყოფილი გუნდები “პსვ ეინდჰოვენი” და “ლივერპული” დონეცკი “შახტარს” არ დაპირისპირებულან. ეს მათი დებიუტი იქნება უკრაინელთა წინააღმდეგ.