workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი “L’Équipe”–ს საუკეთესო თერთმეტეულში

ვალდესი “L’Équipe”–ს საუკეთესო თერთმეტეულში

ფრანგულმა გამოცემა “L’Équipe”–მ, გამოაქვეყნა საუკეთესო თერთემეტეული, სადაც შესულნი არიან ვიქტორ ვალდესი და ალბერტ ბოტია(ლა ლიგიდან).

 

ორმა მოთამაშემ ლა ლიგაში თავიანთი კარგი თამაშის წყალობით, მოახერხა  “L’Équipe”–ს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა. ვიქტორ ვალდესმა ჩინებულად ითამაშა პრიმერას ბოლო ტურში. იგი არამარტო სეივების გამო შევიდა ამ სიაში, არამედ იმისთვის, რომ 3 ქულა მოუტანა გუნდს. იგი საუკეთესო იყო კატალონიელთა რიგებში. მეორე ფეხბურთელი ალბერტ ბოტია, კი “რეალთან” თამაშის გამო შეიყვანეს ამ სიაში. 22 წლის ფეხბურთელმა საუცხოოდ იასპარეზა “მერენგების” წინააღმდეგ.

 

ამ თერთმეტეულში კიდევ ერთი ესპანელი მოხვდა, რომელიც არ თამაშობს ლა ლიგაშ. ეს არის დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”).

 

მეკარე: ვიქტორ ვალდესი( “ბარსელონა” )

მცველები: აბატე( “მილანი” ), მანგა( “ლორიანი” ), შმელცერი( “ბორუსია” ), ბოტია( “სპორტინგი”)

ნახევარმცველები: ფარფანი( “შალკე” ), ბალმონტი( “ლილი” ), ვან ბომელი( “მილანი” )

თავდამსხმელები: რუნი( “მანჩესტერ იუნაიტედი” ), კავანი( “ნაპოლი” ), სილვა(“მანჩესტერ სიტი” )

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში