ორჯერ განაცხადში ყოფნის და სკამზე დატოვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში კლემან ლანგლეს დებიუტი ანდორაში შედგა. “ბარსელონას” მცველი კურტ ზუმასთან ერთად დაცვის ცენტრში, ძირითად შემადგენლობაში იყო.
მატჩში 4 გოლი გავიდა და გასაკვირი არაა, რომ ოთხივე სტუმრებმა გაიტანეს – კილიან მბაპემ, ვისამ ბენ იედერმა, ფლორენ ტოვენმა და ზუმამ.
4 ტურის შემდეგ, საფრანგეთი H ჯგუფის პირველ ადგილს თურქეთთან და ისლანდიასთან იყოფს.
![კლემან ლანგლეს დებიუტი ნაკრებში და საფრანგეთის გამარჯვება [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/06/1560321961_b.jpg)
გილოცავ კლემენ დებიუტს იმედია ბევრ იგრას ჩაატარებ ნაკრებში