
როგორც კატალონიური სპორტული გაზეთი “El Mundo Deportivo” იტყობინება ”ბარსელონა” დაინტერესებულია იტალიის ეროვნული ნაკრების და “რომას” ნახევარ-მცველით დანიელე დე როსით.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ იტალიელის გადაბირება გასულ ორ საზაფხულო ტრანსფერების დროს სცადა, თუმცა უშედეგოდ და ახლაც აპირებენ იგივეს გაკეთებას, თუ “ლივერპულის” არგენტინელი ნახევარ-მცველის გადაბარგება კატალონიაში ვერ შეძლეს. დე როსი მასკერანოს ალტერნატივაა.
წყარო fcbtransfers.blogspot.com