workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორვატიის ნაკრები “ბარსელონას”: კარგი ცდა იყო… რაკიტიჩს მოეწონება

ხორვატიის ნაკრები “ბარსელონას”: კარგი ცდა იყო… რაკიტიჩს მოეწონება

ხორვატიის ნაკრები “ბარსელონას” ახალი ფორმის ოფიციალურ წარდგენას ხუმრობით გამოეხმაურა. 

“კარგი ცდა იყო, მაგრამ წითელ და თეთრ კუბიკებს ვერ აჯობებთ”. – ვკითხულობთ ნაკრების ოფიციალური გვერდის პოსტში Twitter-ზე. 

მალევე, ხორვატებს კატალონიურ გუნდში თავისი წარმომადგენელიც გაახსენდათ: 

“დარწმუნებულები ვართ, რომ ივან რაკიტიჩს ეს ფორმა ნამდვილად მოეწონება”. 

კუბიკებიანი მაისური “ბარსას” ისტორიაში უპრეცენდენტოა. ეს მეორე სეზონი იქნება, როცა “ბლაუგრანას” ფორმაზე ვერტიკალური ლურჯი და წითელი ზოლები არ იქნება. აქამდე ერთადერთი გამონაკლისი 2015/16 წლების სეზონში იყო, როცა ზოლებს ჰორიზონტალური განლაგება ჰქონდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Serenity.
    schedule 04 ივნ 2019, 02:49
    #6

    ციტატა: griezmannn
    ინსტაგრამზე ბარსას ბოლო პოსტზე ყველა ვალვერდეს გაშვებას ითხოვს და ზოგადად ფანები ძაან სერიოზულად ითხოვენ და იმედია მართლა გაუშვებენ


    მთელი წელია ეგრე ხდება, გადახედე ძველ პოსტებს. აზრი არ აქვს ფეხებზე გვიკიდებენ გულშემატკივარს, მთავარია კამპ ნოუზე მისულ ფულიან აზიელებს უხარიათ მესის დანახვა. ამიტომაც არ ყავს ბარსას კატალონიელი ნორმალური გულშემატკივარი და ამიტომაცაა სტადიონზე ატმოსფერო მკვდარი. არც ხელმძღვანელობას აინტერესებს გულშემატკივარი და შესაბამისად არც გულშემატკივარს ემოციური და თავგამოდებული ქომაგობა.

  • Madrid 4 ever
    schedule 04 ივნ 2019, 02:13
    #5

    ერთი რაღაც არ მესმის ვითომ ფეხბურთის ფანების.სალანძღავ სიტყვებს წერენ დასცინიან სხვა გუნდის ფანებს.
    წლებია რეალის ფანი ვარ,მაგრამ ზოგადად ფეხბურთი მევასება და ბარსელონას, ბაიერნის სხვა დიდი გუნდების თამაშებს ყოველთვის ვუყურებ.
    მთავარია დამსახურებულმა გუნდმა გაიმარჯვოს და ყველაფერი სამართლიანად ჩატარდეს.

  • Magician
    schedule 04 ივნ 2019, 02:08
    #4

    მე მომწონს ეს ფორმა, ცუდი არ არის.

  • ROUCH
    schedule 04 ივნ 2019, 01:37
    #3

    იმედია მანამდე გაასხავს აქედან სანამ ამ ფორმით თამაშები დაიწყება, ნაკრებშიც ეყეფა ამ ჭადრაკის დაფის ჩაცმა, რა არი ეს მე ამის მომგონი და მერე დამამტკიცებელი მივაიმასქენი

  • GioMess10
    schedule 04 ივნ 2019, 01:02
    #2

    ისე, მომწონს ბარსას სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ფეხბურთელებისადმი. წინ გადადგმული ნაბიჯია, იმ უდიდესი პატივისცემის გამოხატვისა,რომელიც ბარსას გააჩნია რაკიტიჩის მიმართ. ვფიქრობ, ასეთი რაღაცები უფრო დიდ გუნდად აჩენს ბარსას, მიუხედავად იმისა,რომ უმეტესობას ფორმა არ მოსწონს.სლოგანიც მაგარია – "Talent takes different shapes". უდიდესი კლუბია ბარსა <3

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივნ 2019, 00:47
    #1

    იმედია რაკიტიჩი არ დარჩება ბარსაში და გაასხავს ამ ზაფხულში და ავიტან როგორმე ამ ფორმას