გუშინ “ბარსელონამ” მინიმალური სხვაობით იმარჯვა “ვილიარეალზე” 1:0. გადამწყვეტი გოლი ხერარდ პიკემ შეაგდო, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. უდიდესი წვლილი ვიქტორ ვალდესსაც მიუძღვის. პირველი ტაიმის დასაწყისში მან ორჯერ აჯობა იტალიელ თავდამსხმელს როსის, ხოლო მატჩის მიწურულს ვალდესმა სანტი კასორლას სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა.
როსიმ საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო, ბურთი სანტი კასორლას მიუვიდა, დაახლოებით 5–6 მეტრიდან ესპანელმა უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ვალდესმა დარტყმამდეც დაიწყო მოძრაობდა და “ვილიარეალის” ფეხბურთელს ბურთი ფეხით მოუხსნა. გთავაზობთ, ამ სეივს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=oV6f-I6WROE]



