კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს მომავალი “ბარსელონაში” დარჩენის თაობაზე სერიოზული ეჭვის ქვეშაა, თუმცა კლუბის პრეზიდენტი ხუან ლაპორტა აცხადებს, რომ იმედი აქვს კამერუნელი არა მხოლოდ ამ ზაფხულს დარჩება კლუბში, არამედ მთელი კარიერის მანძილზე.
როგორც ესპანური გამომცემლობა “AS” -ი იტყობინება ხუან ლაპორტა პრიმერა დივიზიონში 30 გოლის გამტან ფეხბურთელს ბოლომდე ენდობა და სურს კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს.
“სამუელ ეტო’ოს კონტრაქტი მომავალ სეზონში იწურება და ახლა არის იმის საჭიროება, რომ დავსხდეთ და ვესაუბროთ ფეხბურთელის აგენტს. კლუბის სურვილია კამერუნელი კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვიხილოთ “ბარსას” მაისურით.”
“ჩემთვის ეტო’ო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბარსელონას” მოუწევს გადახდა იმის თანახმად, რაც ჩვენი ხელფასის ანაზღაურების სისტემაშია და სწორედ ესაა მიზეზი რაზეც უნდა ვისაუბროდ. სამუელი ძვირფასი ფეხბურთელია და კარგი იქნებოდა თუ კარიერას სწორედ “ბარსელონაში” დაასრულებდა.” – განაცხადა ხუან ლაპორტამ ინტერვიუში.
ეტო’ოს მიმდინარე კონტრაქტი 2010 წელს ეწურება და ჯერ კიდევ არ ჩანს მისი გახანგძლივების პერსპექტივა, ამიტომაც 28 წლის თავდამსხმელით დაინტერესებულია რამდენიმე ევროპული გრანდი. შეგახსენებთ, რომ ეტო’ო ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ “ბარსელონას” მიერ წელს შესრულებული ტრიპლეტისა.
წყარო goal.com